• რეკლამა
  • კონტაქტი
01:17, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – უკვე, საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:39 10-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,404

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს.
ეს უკვე უბრალოდ უსამართლო პრიორიტეტი აღარ არის. ეს არის ამორალური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.
2027 წელს 70 წლამდე პენსიონერებს პენსია მხოლოდ 20 ლარით ეზრდებათ, 70 წელს გადაცილებულებს-50 ლარით.
ამავე დროს, რიგითი დეპუტატების ისედაც სამჯერ გაზრდილი ხელფასი კიდევ 1080 ლარით იზრდება, თანამდებობის მქონე “რჩეულებსის”კი-უფრო მეტად.
ანუ რიგითი დეპუტატის ხელფასი 54-ჯერ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე 70 წლამდე პენსიონერის პენსია.
პენსია რომ დეპუტატის ან მინისტრის ხელფასს ვერ გაუტოლდება, ამაზე არავინ დავობს. საკითხი სხვა რამეა: რამდენად სამართლიანია სხვაობა და როგორ ნაწილდება ეკონომიკური ზრდის შედეგი საზოგადოებაში.
ამის შესაფასებლად ორი მარტივი კრიტერიუმი არსებობს:
1. რამდენად იზრდება სხვადასხვა ჯგუფის შემოსავალი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით;
2. რამდენჯერ აღემატება მაღალჩინოსნის ან დეპუტატის შემოსავალი ქვეყანაში არსებული საშუალო პენსიის ოდენობას.
საქართველოში პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის საშუალო პენსიას.
შევადაროთ სხვა ქვეყნებს.
უნგრეთში დეპუტატის ხელფასი საშუალო პენსიას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება, გერმანიაში-7-ჯერ, იტალიაში-6-ჯერ, ნიდერლანდებში-6-ჯერ, ირლანდიაში-5-ჯერ, ავსტრიაში-5-ჯერ, საფრანგეთში-5-ჯერ, ბელგიაში-5-ჯერ, პორტუგალიაში-4-ჯერ, ფინეთში-4-ჯერ, შვედეთში-4-ჯერ, დანიაში-4-ჯერ.
საქართველოს მსგავსი თანაფარდობა აქვს ოკუპანტ რუსეთს-იქ დეპუტატის შემოსავალი საშუალო პენსიას დაახლოებით 24-ჯერ აღემატება.
სხვათა შორის, უნგრეთში, სადაც ეს თანაფარდობა საშუალოევროპულზე მაღალი იყო, ახალმა ხელისუფლებამ დეპუტატების ხელფასები 40 პროცენტით შეამცირა, მინისტრებს კი ხელფასები გაუნახევრა.
ჩვენთან კი საპირისპირო ხდება.
და ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში, სადაც პენსიონერისთვის რამდენიმე ათეული ლარი რეალური ფულია.
„ოცნების“ ხელისუფლების დეგრადაციამ იმ დონეს მიაღწია, რომ უკვე, საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი.
2027 წლის ბიუჯეტით მაღალჩინოსნების ხელფასების ასეთი თავხედური ზრდა უბრალოდ ცუდი ეკონომიკური პრიორიტეტი კი არ არის. ეს არის საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება, მისი აბუჩად აგდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved