• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, მე მეყოფოდა ის 2 წუთი… ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე” – გიო ადამია

ალია ავტორი - ალია
21:43 08-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
733

ფოტოკოლაჟი – რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლებასთან 31 წლის გიო ადამია 3 აგვისტოს იხსენებს და ჰყვება, როგორ გადაურჩა წლის შვილთან ერთად ტრაგედიას. 

„ზუსტად 3 საათი იყო ან 4-ის 1 წუთი. თითქოს ავიაგამანადგურებელმა გადამიფრინა თავზე. ცისკენ დავიწყე ყურება, მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან მალე და ძალიან ახლოს, ჩვენს თავზე თვითმფრინავს ან რაიმე მსგავსს უნდა გადაეფრინა. გადმოვედი მანქანიდან. საიდანღაც წამოსული, უცნაური სიცივე ვიგრძენი, არადა, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვარიანად ცხელოდა. თითქოს არც ქარი იყო, მაგრამ სიცივე მოჰქონდა ჰაერს. „სანსეტისკენ“ გავიხედე და იმ წამს, ჩემს თვალწინ გადაიქცა რამდენიმე ნაძვი. ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი, მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით“.

დაახლოებით 200 მეტრი იარეს, გამოვიდნენ გზაზე, გაუხვიეს მარჯვნივ, გლოლასკენ, მაგრამ მანქანას წინ ორი ტურისტი გადაუდგა:

„უცხოელები იყვნენ, ჩვენსკენ მორბოდნენ, ხელებს გვიქნევდნენ. დავინახე, რომ მათ უკან, გზაზე უკვე მოდიოდა ღვარცოფი, მანქანაში ჩავისვი ტურისტები, მოვატრიალე მანქანა და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადეთ გაქცევა“.

სწორედ იქ შეხვდა გიოს კიდევ ორი მანქანა:

„ვანიშნე, იქით ვეღარ წახვალთ-მეთქი და ამ დროს, საითაც გაქცევას ვცდილობდით, დავინახეთ, რომ მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხრიდან მეწყერსა და ღვარცოფში აღმოვჩნდით“.

მგზავრები, ჯამში, 10-12 ადამიანი, მანქანებიდან გადმოვიდნენ და ფეხით გადაწყვიტეს გაქცევა. მანქანები კი რამდენიმე წუთში, მოწოლილმა ტალახმა წყალში გადაყარა:

„ხიდზე გადასვლა მოვასწარით, უკან რომ მოვიხედეთ, არცერთი მანქანა აღარ იდგა იქ და „სანსეტისკენ“ გავიქეცით, იქ აღმართია და ვცდილობდით, როგორმე შემაღლებულზე ავსულიყავით“.

როგორც კი ზევით, ციცაბო მინდორზე ასვლა დაიწყეს, მათი მიმართულებით, სასტუმრო „სანსეტის“ მხრიდან ტალახის დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ტალახის მასა წამოვიდა. გიო იხსენებს, რომ გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. ტალახი 200-300 მეტრის რადიუსზე იყო გაშლილი და მათ უახლოვდებოდა:

„ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი“.

გიორგიმ დღესაც არ იცის, ასე რატომ მოიქცა: „შეიძლება იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯომარდობისას, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა მითხრა, წყალში თუ გადავარდები და ძლიერი ტალღა დაგარტყამს, საპირისპიროდ გაცურვა არ სცადო, ზურგზე დაწექი და ტალღას გაჰყევიო, ვიფიქრე, რომ იქნებ ტალახის ტალღაზეც ასე ყოფილიყო“, – ამბობს გიო:

„ზოგმა ზურგი აქცია, მე პირიქით, სახით დავხვდი. ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი ტალღას ქვევით. დაახლოებით 20 მეტრში ტალღა გადაიშალა და ფეხზე წამოდგომა შევძელით. ჩვენთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, დავითი, თავის დის შვილთან, მაშოსთან ერთად, გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა“.

ფეხზე წამოდგომა რომ შეძლეს, ისევ აღმართს აუყვნენ, სასტუმროსკენ:

„ტალახი ახლა მუხლამდე გვწვდებოდა. წარმოუდგენლად რთული იყო გადაადგილება. ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან“.

გიო იხსენებს, რომ პირველი ვერტმფრენი, რომელმაც მათ თავზე გადაუფრინა და სასტუმროს ეზოში დაჯდა, დაახლოებით 2-3 საათში გამოჩნდა. ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ 12 ადამიანი, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს სამშვიდობოს:

„ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ, ექვსნი იყვნენ. შორიდან მომავლები რომ დავინახეთ, თავდაპირველად, ისინიც ჩვენსავით მეწყერში მოყოლილები გვეგონნენ, მაგრამ დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართ და გასვლაში დაგეხმარებითო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენსკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს ჩვენც „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა“.

გიო და თომა ოჯახის წევრებმა გვიან ღამით გამოიყვანეს სტიქიის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან. მან უკვე იცოდა, რომ ღვარცოფისა და ტალახის ქვეშ არაერთი ადამიანი იქნებოდა მოყოლილი, რადგან შუადღისას, როდესაც ის და მისი 6 წლის ბიჭი, მზიან ამინდში მშვიდად მიიკვლევდნენ გზას წყაროსკენ და სასტუმროსკენ, გზად რამდენიმე სახლს ჩაუარეს, რომელიც ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ აღარსად ჩანდა. იცოდა, რომ ტალახის ქვეშ იყო მოქცეული კოტეჯების ტერიტორიაც:

„იმ ბინის პატრონმა, სადაც ერთი კვირა უნდა გაგვეტარებინა, მითხრა, რომ დამეწყრილი იყო რესტორნის ტერიტორიაც, სადაც, სავარაუდოდ, ხალხიც უნდა ყოფილიყო“.

გიო ამბობს, რომ თუნდაც 2 წუთით ადრე მაინც რომ სცოდნოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ის და მისი შვილი მეწყერსა და ღვარცოფში არ მოყვებოდნენ:

„იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს, 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“.

სრულად – რადიო თავისუფლება

თეგები: შოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved