• რეკლამა
  • კონტაქტი
13:05, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდზე 1992 წელს დახვრეტილი მომტინგეების ხსოვნისთვის შეიკრიბებიან

ალია ავტორი - ალია
19:17 01-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

კვირას, 2 თებერვალს, 13:30-ზე, თამარ მეფის ხიდზე 1992 წელს დახვრეტილი მშვიდობიანი მომტინგეების ხსოვნისთვის შეიკრიბებიან და მათ საპატივსაცემოდ პანაშვიდს გადაიხდიან.

შეკრებილებს შეუერთდება სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედა, მარინა ტერიშვილი, რომელსაც მეორე შვილი სწორედ ამ დღეს მოუკლეს.

1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის გამზირზე, მშვიდობიანი მომიტინგეები ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დახვრიტა და სიცოცხლე სასტიკად წაართვა მინიმუმ 33 ადამიანს, მათ შორის – 9 არასრულწლოვანს. დაჭრა 200-ზე მეტი.

კვირას, 2 თებერვალს, 13:30-ზე, თამარ მეფის ხიდზე ერთად გავიხსენოთ და კრძალვით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც სახელმწიფოებრიობისთვის იბრძოლა.

ადგილზე გადავიხდით დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ჩვენთან ერთად იქნება მარინა ტერიშვილი, რომელსა ხსენებულ დღეს მოუკლეს 17 წლის შვილი, მამუკა ტერიშვილი. ხოლო მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი, რეჟიმმა გასულ წელს, დეკემბერში, დაატყვევა მიმდინარე პროტესტისას და ამ დრომდე რჩება ციხეში.

ნიშანდობლივია, რომ 33 წლის შემდეგ, მცირე ჯგუფი კვლავაც ცდილობს ძალაუფლების მიტაცებას და არაერთი ფორმით ძალადობს როგორც მოქალაქეების სხეულებზე, ასევე საზოგადოებაზე, როგორც ჯგუფზე!

შესაძლოა, ზოგიერთი ტკივილისა და ძალადობრივი გამოცდილების დავიწყება უმჯობესი იყოს საზოგადოების, როგორც ორგანიზმისთვის. თუმცა, არსებობს ტკივილი, რომელსაც თუ არ გავუსწორეთ თვალი, არ ვუწოდეთ სათანადო სახელი და არ ვეცადეთ მის მოშუშებას, ის განუწყვეტლივ, კვლავაც და კვლავაც გამოვლინდება სხვადასხვა ფორმით ამ საზოგადოების ცხოვრებაში, სანამ ის არ იპოვის სათანადო მოშუშებასა და ლხინებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved