• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

ალია ავტორი - ალია
11:27 08-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

მომავალ კვირას – 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, პერსონალურ საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. ასეთი საკითხია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის ცნობად მიღება და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევა. გარდა ამისა, პარლამენტი გადაწყვეტილებას პარტია “გახარია საქართველოსთვის“ მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხზეც მიიღებს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. დასკვნა 430-გვერდიანია და კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, “მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ“.

სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტს “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის ამოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ცვლილებებით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. “ქართული ოცნების“ კანონპროექტი ორი მოსმენით მიღებულია და მხოლოდ მესამე – რედაქციული შინაარსის განხილვაა დარჩენილი.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. ბიუროს სხდომა 1-ელ სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved