Telegram-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც Facebook და სხვა სოციალური ქსელები გაითიშა, ბოლო 2 საათში მათ ქსელში 15 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა.
უკვე 5 საათზე მეტია, Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram გათიშულია. ჯერჯერობით არ არის არცერთი ოფიციალური ინფორმაცია, როდის შეძლებენ სოციალური ქსელები მუშაობის აღდგენას.
მანამდე კი, Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა დაადგინა, რომ აპლიკაციისა და სერვისის გათიშვა, გამოწვეულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფი მიერ, რომელიც ცნობილია, როგორც XIAN HUGHJANUS სახელით.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის თანამშრომლების საშვებიც კი გაუქმებულია და ისინი შენობაშიც კი ვერ შედიან.
კომენტარები