2 იანვრის შემდეგ სავაჭრო მოლები და სხვა ობიექტები ისევ დაიხურება. შეზღუდვების განახლებამდე რამდენიმე საათი რჩება.
კოვიდსტატისტიკაში სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
სპეციალისტები ამის მიზეზად ახალი წლის დღეებში მობილობის გაზრდას ასახელებენ.
კომენტარები