მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეს შეეხება და იმედოვნებს, რომ ამ პროცესს დაასწრებენ.
“თუ არ მეშლება, 2 დეკემბერს არის ე.წ. პიჯაკების საქმე. მიხეილ სააკაშვილისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს დაესწროს და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი შეფერხება არ იქნება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომენტარები