• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 არგუმენტი, რატომ არ არის მოსაყდრე შიო კათოლიკოსის რჩეული – “პატრიარქის ანდერძში შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ბრძანება” – თეოლოგი

ალია ავტორი - ალია
19:50 01-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

თეოლოგი ზვიად ცაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

როგორც ვიცით, 2017 წლის წლის 23 ნოემბერს ყველასათვის მოულოდნელად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დადგენილ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ამ ფაქტს წინ უძღოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში.

საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი და ლეგიტიმური ეჭვი, რომ სწორედ მისი იძულებთ მოხდა მოსაყდრის გამორჩევა. ეს თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ მიტროპოლიტი შიო, მიუხედავად იმისა, რომ ის პატრიარქმა (უკანონოდ) მოსაყდრედ დაადგინა, სულაც არ გახლავთ კათალიკოსის რჩეული. ამ მოსაზრებას ამყარებს ორი თვალში საცემი არგუმენტი:

1 – ლოგიკური იქნებოდა, რომ მოსაყდრის დადგინების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი გადამდგარიყო და თავისივე სიცოცხლეში უზრუნველეყო მოსაყდრის პატრიარქად არჩევა, რაც ილია II-მ არ გააკეთა.

2 – მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე (2018) მიტროპოლიტ შიოს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიეცა, ჩვენ თითქმის ვერსად ვნახავთ საჯარო ქაადგებას ან სატელევიზიო გამოსვლას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოსაყდრეს აქებს და ამით საზოგადოებაში მისი ავტორიტეტის გაზრდას ცდილობს, რაც ბუნებრივი იქნებოდა, თუკი მოსაყდრე მართლაცდა პატრიარქის საყვარელი ეპისკოპოსია.

ეს არგუმენტებიც იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მიტოპოლიტ შიოს მოსაყდრედ დადგენა რუსეთის ეკლესიის იძულებით ( დაშინებით, მუქარით, კომპრომატებით) განხორციელდა.

მოსაყდრის დადგინებით საზოგადოებაში თითქოს გაჩნდა იმის განცდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძს, სადაც მოსაყდრის ვინაობა უნდა ყოფილიყო, მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, გვავიწყდება, რომ პატრიარქისთვის ანდერძის დატოვების უფლება არავის წაურთმევია (პატრიარქობისას შეძენილი ქონება ანდერძით ვინმეს უნდა გადაეცეს, ამიტომ ანდერძი აუცილებლად იქნება) და არ იქნება მოულოდნელი, თუ მისი (პატრიარქის) გარდაცვალების შემდეგ მისსავე ანდერძში აღმოჩნდება ახალი ბრძანება, ბრძანება მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრეობიდან გადაყენების (რადგან მისი დანიშვნა  იძულებით მოხდა) და ახალი მოსაყდრის დანიშვნის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გაფართოებული კრების მოწვევა და საპატრიარქო არჩვენების წარმართვა.

ასე, რომ მიტროპოლიტ შიოს ტყუილად აქვს იმედი, რომ მოსაყდრეობა პატრიარქობისკენ გზას გაუკვალავს, პირიქით, შესაძლოა ეს მისი იმედგაცრუების დიდი მიზეზი აღმოჩნდეს“

თეგები: საქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved