• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2-3 და მეტჯერ გაძვირდა თქვენს დროს ყველაფერი. გადახედეთ დიაგრამებს – ამირან სალუქვაძე ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
20:59 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“სააკაშვილის პოსტს ვუპასუხებ ორი სიტყვით.

ასე უტიფრად ხალხის გატაცებებზე როგორ წერს, როცა ოკუპაცია მისი მმართველობის დროს დადგა და მისი პრეზიდენტობის დროს, 4 წელში, ოკუპანტებმა  ჩვენი მოქალაქე გაიტაცეს. რამდენჯერ უნდა გაგახსენოთ?!

რომელ სწრაფ განვითარებაზე საუბრობს? 2011 წელს ინფლაციამ 11,3%-ს მიაღწია, ხორცი რამდენჯერმე გაძვირდა, იგივე ეხება საწვავს და სხვა პირველი მოხმარების ნაწარმს. ახლანდელი ფასები რომ “გიკვირთ”. თქვენს გარდა ყველას აქვს უფლება ფასებზე ისაუბრონ. შემდეგ პოსტში დავდებ ფასების დიაგრამებს და ნახეთ. ადრეც გამოვაქვეყნე, მაგრამ არ გესმით.

ე.წ. შავ სიას რაც შეეხება, ზონდერებზე როგორ საუბრობთ, აქეთ როგორ იმუქრებით, როცა ექსპრეზიდენტიდან და ექსპრემიერიდან დაწყებული 200-მდე მაღალჩინოსანია გასამართლებული. წადით და სტრასბურგში ეძებეთ სამართალი, თუ აქაური, თქვენივე შექმნილი სასამართლო არ მოგწონთ.

ხელისუფლებაში იყავით, ხალხს ატერორებდით, ოპოზიციიდანაც ახერხებთ, მოპარული ასეულობით მილიონის, უკანონოდ შეძენილი მედიების მეშვეობით.

შექმენით რაღაც “ტროიკა”, რომელმაც თურმე შავი სია უნდა შეადგინოს. ბოლშევიკებზე უარესები ხართ. რა მანდატი აქვთ თქვენს ჯიბის ადვოკატ რამიშვილს ან სხვებს, შავი სია ადგინონ და გამოფინონ? არც კი უფიქრდებით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მაგ “ტროიკისთვის” ამ უკანონო ქმედებებისთვის და ადამიანთა დევნისთვის.

ქვეყანას რომ არ ამშვიდებთ, ვხედავთ. ყაზახეთიზაცია აქ არ გამოგივათ. თქვენს გააქტიურებას ვერ შეფუთავთ ხალხზე ზრუნვით. ომის დროს არ გიზრუნიათ მოსახლეობაზე, არც ომის შემდეგ, ახლა გაგისკდათ ვითომ ბუშტი?!” – წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან მორიგი გზავნილი გაავრცელა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა“

ნაცმოძრაობისთვის მეორედ ვაქვეყნებ ამ მონაცემებს, რაც წინა პოსტში დავაანონსე და მეასედ ვიმეორებ: ნებისმიერი ადამიანისგან მივიღებ ფასებზე საუბარს, კრიტიკას და პრეტენზიებს, გარდა ნაციონალური მოძრაობისგან (ყოფილებსაც ეხებათ), ერთი მარტივი მიზეზის გამო: 2-3 და მეტჯერ გაძვირდა თქვენს დროს ყველაფერი. გადახედეთ დიაგრამებს. დანარჩენ მოქალაქეებს, ექსპერტებს, პოლიტიკოსებს სრული მორალური უფლება აქვთ აკრიტიკონ და პრეტენზიებიც განაცხადონ. ფასების მატება არავის მოგვწონს. თუმცა, კვალიფიციური მსჯელობასთან ერთად, კონკრეტული წინადადებებიც უნდა მოჰყვეს, თორემ პოპულიზმს და სპეკულაციებს შედეგი არ მოაქვს. აგერ წამლებზეა დაწყებული მუშაობა…“ – წერს ამირან სალუქვაძე და საკუთარი სიტყვების დასტურად დიაგრამებს აქვეყნებს.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved