bm-ge-ის ინფორმაციით, რუსული ენერგოგიგანტის მენეჯმენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – 1998 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Gazprom-ი აქციონერებს მოგებას არ გაუნაწილებს და დივიდენდს არ გადაუხდის.
Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ფამილ სადიგოვის განცხადებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, დივიდენდის გაცემა მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად, კომპანიის მიერ 2021 წელს მიღებული მოგება აქციონერებს არ გაუნაწილდებათ.
სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს.
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე Gazprom-ის აქციების ღირებულება რამდენიმე საათში თითქმის 28%-ით დაეცა.
წყარო – bm.ge
კომენტარები