• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში, 2018-21 წლებში პარკირების წესის დარღვევის გამო 2 მლნ-მდე ჯარიმა დაიწერა

ალია ავტორი - ალია
21:17 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის ჩათვლით კომპანია “თბილისი პარკინგმა” პარკირების წესების დარღვევის გამო, 1 932 896 ჯარიმა გამოწერა, წერს „ბიემჯი“.

ჯარიმებიდან მიღებულ შემოსავალზე კითხვის საპასუხოდ სატრანსპორტო კომპანიიდან BM.GE-ის აცნობეს, რომ ჯარიმებიდან კომპანია შემოსავლებს არ იღებს და აღნიშნული თანხები სახელმწიფო ხაზინაში მიემართება. რა რაოდენობის თანხა შევიდა ამ მიმართულებით ბიუჯეტში, კომპანია ინფორმაცია არ გვაწვდის.

ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, ქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, სულ გამოყოფილია 29 195 პარკირების ადგილი, ეს რაოდენობა კი 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით 32 257 ერთეული იყო.

როგორც თბილისის მერიისგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ქალაქში მას შემდეგ რაც კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყდა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3082 ერთეულით არის შემცირებული.

თბილისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასურის (როგორც დროის მონაკვეთის მიხედვით, ასევე ზონის მიხედვით) გადახდიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 19 244 891 ლარს.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა, მას შემდეგ კი დედაქალაქში პარკირების საკითხებს კომპანია “თბილისი პარკინგი” კურირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved