• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფეშენებელური იახტები და აპარტამენტები – ნადირობის სეზონი რუსი ოლიგარქების ქონებებზე

ალია ავტორი - ალია
14:03 03-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

ფოტო – ტვ პირველი

მილიონიან იახტებზე,  რომლებიც რუსმა ოლიგარქებმა გადამალეს,  სამოქალაქო აქტივისტები ნადირობენ.

ქალაქ ბოდრუმში რომან აბრამოვიჩის იახტას გზა  ჩაუკეტეს. იახტის დაკავება უკრაინელმა აქტივისტებმა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება თურქეთის სამართალდამცველებმა არ მისცეს. 139 მეტრის სიგრძის და 26 მეტრის სიგანის იახტა თურქეთში ჩერნიგორის პორტიდან ჩავიდა.

შევიცარიაში კი კიდევ ერთი  რუსი ოლიგარქის   ქონება დააპატიმრეს. პიოტრ ავენსი შვეიცარიის ალპებში ძვირადღირებულ აპარტამენტს ფლობს. მისი ქონება მთლიანობაში 4. 7 მილრდ დოლარს შეადგენს, თუმცა ქონების დიდი ნაწილი ახლა დაყადაღებულია. ავენი “ალფა ბანკის” ერთ-ერთი აქციონერი და პუტინთან დაახლოებული პირია.

პუტინის კიდევ ერთ ახალ იახტას მიაგნეს ნავალნის გამომძიებლებმაც. ის სიდიდით მსოფლიოში N 13 იახტაა და 6 სართულისგან შედგება. ამჟამად იახტა იტალიის წყლებში იმყოფება. ის, რომ იახტა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის, მოწმობს იახტის პერსონალიდან ამოღებული ინფორმაციაც. იახტის ყველა პერსონალი რუსია და მათი ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული.

სანქციების და დასავლეთის უპრეცენდენტო იზოლაციის ფონზე რუსი ოლიგარქები და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წყობიდან გამოდიან. უკრაინასთან მთავარ მომლაპარალკებლად მიჩნეული, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა  ვლადიმერ მედინსკიმ სოციალურ ქსელში სიმბოლური  ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე დაჭრილი ვიზა ბარათისგან ლათინური ასო Z-ა შექმნილი, რომელიც რუსეთის ომის სიმბოლოს გამოხატავს.

საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლესი კომისარის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.

 

წყარო – ტვ პირველი

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომისანქციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved