საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავს.
სხდომის დაწყებისას მან თქვა, რომ “თუ წესრიგი დაირღვევა, ის პროცესს დახურავს”.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 7 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. ესენი არიან პოლიციელები, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
სხდომაზე ამ წუთებში იკითხება მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა, რომელიც გუშინ სინდისის 8 პატიმრის საქმეზეც დაიკითხა. ის ამბობს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა. ზუსტად იგივე თქვა მოწმემ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე.
კომენტარები