• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – ვიდეო – მერიის მაღალჩინოსანი ვიდეოს უღებდა ცოლს, რომელსაც 38 ჭრილობა მიაყენა – უმძიმესი კადრები და დიაგნოზი, რომლისაც დაზარალებულს არ სჯერა

ალია ავტორი - ალია
17:51 01-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

ტვ პირველი, გურანდა აბულაშვილის, რომელიც ქმარმა 38–ჯერ დაჭრა, საქმის მასალებიდან ვიდეოკადრებს აქვეყნებს. ვიდეო, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელია უკვე თვეებია დევს საქმეში, თუმცა სასამართლოში საგამოძიებო უწყებას ეს კადრები არ წარუდგენია.

ცნობილი ექიმის წამებას, რომლსაც  ქმარმა 38 ჭრილობა დანის გარდა სახრახნისითაც მიაყენა, ირკვევა, რომ მოძალადე მობილური ტელეფონით თავად იღებდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუდარება ქალი ქმარს, რომ ჩაკეტილი კარი გააღოს, რომ მისი დახმარება შეძლონ.

მძიმე დანაშუალში ბრალდებული ლევან გადელიაა. მედიის ცნობით, ის დაკავებამდე მერიის აუდიტის სამსახურში მაღალ პოზიციაზე მუშაობდა. ცოლის წამებისთვის გადელიას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულშია და იქ მხოლოდ 4 წელს გაატარებს.

დაზარალებული ქალი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გავლენიანმა მაღალჩინოსანმა გააყალბა და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.  

ქალი ასევე დედამთილის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დაზარალებული ამბობს, რომ დედამთილმა, რომლის ხმა ვიდეოშიც ისმის, 112-ში დარეკვა და პოლიციისთვის შეტყობინება “ვერ” მოახერხა ან არ მოახერხა. მისი თხოვნა, რომ გამოძიება დაინტერესდეს დედამთილითაც, რომელიც ინფორმირებული იყო, რომ მის სახლში მისი შვილი ერთი საათის განმავლობაში აყენებდა სასიკვდილო ჭრილობებს ცოლს, თუმცა, პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.

გურანდა აბულაშვილის ადვოკატი:

“ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც ერთი დანა გატყდა, მან მოიტანა მეორე დანა… ის ურეკავდა ვიღაცას და ეუბნებოდა, რომ არ არის კარგი სიტუაცია. ასევე თავად გააღო კარები და ძალიან ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ იყო დაავადებული და ფაქტობრივად, ის დიაგნოზი, რომელიც ექსპერტმა დაწერა, არის არასწორი. გამოძიებას არ გასჩენია კითხვები. ეს ადამიანი მუშაობდა წლობით საჯარო სამსახურში, მერიაში, აუდიტში, პროკურატურაში და არ გასჩენიათ კითხვა, თუ ეს ადამიანი იყო დაავადებული, რატომ მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში”

რაც შეეხება ლევან გადელიას უფლებადამცველს, გიორგი მდინარაძე ამბობს:

ექსპერტები აფასებენ უშუალოდ, როდესაც დანაშაულს ედავება ბრალდების მხარე, იმ დროს რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, ამას აფასებენ. შესაძლოა, როდესაც მუშაობდა, შესაბამის მკურნალობას იღებდა, რაღაც მედიკამენტები სჭირდებოდა თუ რაც სჭირდებოდა, ამ შემთხვევაში, ის სრულად აცნობიერებდა ყველაფერს, მაგრამ იმ ქმედების დროს შესაძლოა, არ ჰქონდა ის მედიკამენტები მიღებული, რაც საჭირო იყო”.

წყარო – ტვ პირველი

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved