• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 (ვიდეო) – “აღსარებას როგორ იწერდნენ, იცით?” – ფსიქოლოგები, აბორტები, ჩანერგილები – სუს-ის თანამშრომელი

ალია ავტორი - ალია
03:02 09-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,332

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” სუსის მოქმედმა თანამშრომელმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველას, მათ შორის ექიმებსა და ფსიქოლოგებს, რომლებთანაც, მისი თქმით, “სერიოზული, ცნობადი სახეები დადიან”.

“ავიღოთ ფსიქოლოგები, ცალკე დეპარტამენტია ფსიქოლოგების სამსახური და ვინც კი სერიოზული ფსიქოლოგია, ყველა დაერთებული ჰყავთ, იმიტომ რომ იმასთან სერიოზული ცნობადი სახეები მიდიან. ფსიქოლოგს და მის მომსახურებას იწერენ… ავიღოთ მაგალითად ექიმები, ექიმისა და პაციენტების ურთიერთობა, ექიმს უსმენენ… კიდევ არის აბორტები… რამდენიმე სერიოზული ექიმი ვინცაა, აბორტებს ვინც აკეთებენ, ეგენი ჰქონდათ გადაღებული. რამდენიმე ცნობადი პირი იყო დაფიქსირებული, ვიღაცის ცოლი, მეგობარი, ვინც აბორტი გაიკეთა…“

ის ამბობს, რომ სუსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უსმენს.

“ძირითადად მუშაობენ გადმობირებაზე ვინც ამათი არ არის. გადმობირება იგივე მეთოდებითაა, როგორც ხდება ხოლმე, ფული და შანტაჟი. დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფი მუშაობს მაგაზე… საარჩევნო კომისიაში და ოლქებში მაქსიმალურად აგენტები მუშაობენ. თავმჯდომარე თუ არა, მინიმუმ მოადგილე… თამარ ჟვანიას ირგვლივ ძაან დიდი ფული ტრიალებდა… დიდი ფული გადაუხადეს”

ამბობს იმასაც, რომ სუსი ბიზნესმენების 90%-ს უსმენს. თუ რაღაცაში სჭირდებათ და წააწყდნენ კომპრომატს, ამას ინახავენ”

“დიპლომატებზე არსებობს დეპარტამენტი, ვისზეც ხელი მიუწვდებათ. ნუ ახლა, ელჩების დონეზე არ ჩამოდიან, ხელმძღვანელებისთვის ცალკე VIP დეპარტამენტია. საელჩოს ყველა თანამშრომელი, მისია, კვლევებს ვინც ატარებს, მაგათთვისაც ცალკე სამსახურია შექმნილი და ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციას აგროვებენ:

მისი თქმით, ისმინებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც. 
ცალკე არის ციხე. არის კიდევ სამოქალაქოზე ვინც მუშაობს, ისეთი. მნიშვნელოვანი ტიპების ადვოკატები… ცალკე დეპარტამენტია სასამართლოსი და პროკურატურის. ადვოკატების 3 სამსახურია დაახლოებით. არის ქართული ოცნების მოსმენის სამსახურიც…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს მედიასაც.

თუმცა, ყველაზე დიდი რესურსი, მისი თქმით, სწორედ პოლიტიკოსების მოსმენაში იხარჯება. 

“ეს კომპიუტერი, სადაც ეგ ინფორმაცია ინახებოდა, არსად არ არის მიერთებული. ჩვეულებრივად ნემსაძის კაბინეტში იყო ეგ კომპიუტერი, ყველა მიდიოდა და თავის ნამუშევარს იქ ტვირთავდა“.

თეგები: სუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved