ფოტოები – ადგილობრივი მედია
პერმში, სახელმწიფო უნივერსიტეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით თავდასხმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
თავიდან ვრცელდებოდა, რომ მხოლოდ 5 ადამიანი იყო დაღუპული, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.
კომენტარები