• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

18 წელი ბესლანის ტრაგედიიდან – პუტინის ფიცი და სპეცოპერაციის ბოლო

ალია ავტორი - ალია
16:11 09-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

ქალაქ ბესლანში (ჩრდილოეთ ოსეთი) №1 სკოლის მოსწავლეების მძევლად აყვანა ისლამისტი სამხედროების ჯგუფის მიერ 2004 წლის 1 სექტემბერს მოხდა. სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები.

სკოლის აღება შტურმით დაიწყო რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, წამოწყებული შტურმი შედეგად 350 მძევალი დაიღუპა.

მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო.

500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს.

2007 წლის ნოემბერში დაღუპულების ოჯახის წევრებმა და გადარჩენილებმა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. 2011 წელს კი მეორე სარჩელი შეიტანეს ტრაგედიის დროს გადარჩენილმ 55 პირმა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 334 დაღუპული პირის ნათესავებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის დროს ვერ დაიცვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაღუპული პირები. ამასთანავე, მან ვერ შეძლო აღეკვეთა ბესლანის ტრაგედია და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა მსხვერპლთა რაოდენობა. სასამართლოს განაჩენში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა შეტევა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა ამის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე სასამართლოს მიერ ხელისუფლება გაკრიტიკებული იყო, რომ მან ვერ აღკვეთა ტერორისტების შეხვედრები და მათი გადაადგილება შეტევის დღეს. ასევე, მან ვერ უზრუნველყო სკოლის უსაფრთხოება და არ გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ბესლანის ტერაქტის განმავლობაში კრემლი მკაცრად აკონტროლებდა ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, არ ასაჯაროებდა მძევლების ზუსტ რაოდენობას, არ აცხადებდა ტერორისტების მოთხოვნებს და არც მათ იდენტობას აღწერდა.

რუსული არხები პირდაპირ ეთერში არ გადასცემდნენ ბესლანში მიმინარე მოვლენებსა და საბრძოლო მოქმედებებს ნახევარ საათზე მეტი ხნის მანძილზე. მედია მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა და თავს არიდებდა სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებას. შესაბამისად, საზოგადოებამ არ იცოდა რეალურად რა ხდებოდა ბესლანში. პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც განცხადება გააკეთა ბესლანში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, რუსეთის დუმის დეპუტატი მიხაილ მარკელოვი იყო. მას შემდეგ რაც მოწმეებმა განაცხადეს, რომ სპორტულ დარბაზში იმყოფებოდა 800 ადამინაზე მეტი, მარკელოვმა მყისიერად რადიოში გამოაცხადა, რომ ტერორისტებს მხოლოდ 100 ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

კრემლის მხრიდან კიდევ ერთი საშუალება მედიის კონტროლისა, რეპორტიორების ბესლანში არშეშვება იყო. რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც კრემლის რისხვა ჩეჩნეთის ფრონტიდან მწვავე რეპორტაჟების შედეგად დაიმსახურა, ბესლანში მიმავალ გზაზე ცუდად გახდა. მისი მტკიცებით ეს ყოველივე მოწამლული ჩაის შედეგი იყო. ანდრეი ბაბიცკი, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი, დააპატიმრეს ყალბი საბაბის საფუძველზე მოსკოვის აეროპორტში. რუსეთის ხელისუფლების მიერ ასევე მკაცრად კონტროლდებოდა ბეჭდური მედია. მოსკოვის ყოველდღიური გაზეთის „იზვესტიას“ რედაქტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს გაზეთში დაბეჭდილი ფოტოს გამო, სადაც ბესლანელ მშობლებს სისხლიანი შვილები ეკავათ ხელში.

თავად პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდა ტელევიზიაში და ეთერში დაიფიცა, რომ მიმდინარე სიტუაციაში ხელისუფლების ძირითადი მიზანი რასაკვირველია მძევლების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლის გადარჩენა იყო.

რაც შეეხება კრიზისის ბოლო დღესა და უცნაური აფეთქებებს, რუსულმა მედიამ ყოველივე ეს მხოლოდ ერთი საათის შემდგომ გააშუქა, მაშინ როდესაც ბრძოლას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ BBC და CNN. პირველმა არხმა მოლოდ 6 წუთი დაუთმო ბესლანის საკითხს და შემდგომ ბრაზილიური სერიალის ჩვენება გაანგრძო. მხოლოდ ერთადერთი დამოუკიდებელი მაუწყებელი რადიო სადგური „Эхо Москвы“ ამეორებდა CNN-ის გადაცემას იმისათვის, რომ მსმენელებისთვის შეეტყობინებინა თუ რა ხდებდა რეალურად ბესლანში, რადგან მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფო არხები გადასცემდნენ ინფორმაციას ბესლანზე, ისინი არ აჩვენებდნენ იქ არსებულ რეალურ ვითარებას.

4 სექტემბერს ბესლანში ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციამ დააპატიმრა რუსთავი 2-ის რეპორტიორი ნანა ლეჟავა დაა ოპერატორი ლევან თეთვაძე. დაკავებისას პოლიციამ იმ ვიდეოკასეტების კონფისკაცია მოახდინა, სადაც ბესლანის მაცხოვრებელების ინტერვიუები იყო ჩაწერილი. ჩრდილეოთ ოსეთის პოლიციის ოფიციალური პირების განცხადებით, ლეჟავას და თეთვაძეს ბრალი ედებოდათ საზღვრის უკანონო კვეთაში, რადგან არ ჰქონდათ რუსული ვიზები ან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური პრესის საშვები.

8 სექტემბერს ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე გაათავისუფლეს. მათზე სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

თეგები: ბესლანიპუტინირუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved