საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირანის ისლამური რეჟიმის დანაშაულებზე ზოგს ბევრი არ სმენია. აიათოლას რეჟიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი დაკავებული გოგოების ჩამოხრჩობის წინ გაუპატიურებაა ხოლმე, რადგან, მათი შეხედულებით, ქალწულობადაკარგული გოგოები სამოთხეში ვეღარ მოხვდებიან. ამაზე თავად Amnesty International-იც წერდა. პრაქტიკა ჯერ კიდევ 1980-ანი წლებიდან არსებობს, ჯერ კიდევ მემარცხენეების განადგურებისას რომ დაიწყო. არადა ეს მემარცხენეები იყვნენ სიყვარულით რომ უმღეროდნენ აიათოლას, მაშინ როდესაც იგი პარიზში ცხოვრობდა (როგორი ცინიკურია არა?!) და პრინციპში არც დღეს აკლებენ ხოლმე.
1980-ან წლებში, ირან ერაყის ომის დროს ბასიჯის დანაყოფები ბავშვებს არეკრუტებდნენ, გულზე ხის ან პლასტმასის გასაღებს კიდებდნენ და სასიკვდილო იერიშებში ან დანაღმული ველის საკუთარი სხეულით გაწმენდისათვის გამოიყენებდნენ. თან ეუბნებოდნენ, რომ დაიხოცებით სამოთხეში მოხვდებით და ამ გასაღებით სამოთხის კარებს გააღებთო.
ვინც ამ რეჟიმის მხარესაა ამ ყველაფრის არაპირდაპირი თანამონაწილეა.














კომენტარები