• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

+18 – ყელი რომ გამოვჭერით დანა ორივეს გვეკავა ხელში, მერე სექსით დავკავდით რამდენჯერმე – კრიმინალური ისტორია

ალია ავტორი - ალია
13:40 04-28-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

65 წლის ანზორ ვარდოშვილი მეზობლებმა ყელგამოჭრილი საკუთარ სახლში იპოვეს. ასაკოვან მამაკაცს დანით ექვსი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გარდაცვლილის გვამი საძინებელ ოთახში, საწოლში დახვდათ. ანზორ ვარდოშვილს ხუთი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეექვსე კი ყელში – მას მთავარი სასიცოცხლო არტერია ჰქონდა გადაჭრილი. ნათელი გახდა, რომ მძინარე ანზორ ვარდოშვილს მკვლელი საწოლში დაადგა თავს.

აშკარა იყო ბრძოლის კვალი, რაზედაც საწოლის ირგვლივ მიმოფანტული ნივთები მიუთითებდა. სისხლის კვალი საძინებლიდან საკმაოდ შორს მიდიოდა, როგორც ჩანდა, მკვლელი მოხუცის გარდაცვალების შემდეგ მის გვამთან ახლოს რამდენჯერმე იყო მისული. სისხლიანი ნაფეხურები გადიოდა ეზოშიც, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მკვლელი თავადაც სისხლში იყო მოსვრილი. როდესაც შემთხვევის ადგილი დატოვა, მან თან წაიღო დანაშაულის იარაღიც – არსად ჩანდა დანა, რომლითაც ანზორ ვარდოშვილი მოკლეს.

როგორც ამბობდნენ, მას არც მტრები ჰყავდა და ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, ვის უნდა გაემეტებინა ის სასიკვდილოდ. ანზორ ვარდოშვილი სოფელში შეშით ვაჭრობდა, მაგრამ იმდენი შემოსავალი არ ჰქონდა, რომ ვინმესთან პრობლემები შეჰქმნოდა. მას მეუღლე ხუთი წლის წინ გარდაეცვალა, რის შემდეგაც უფრო კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.

უფროსი ქალიშვილი მეზობელ სოფელში ჰყავდა გათხოვილი. ანზორ ვარდოშვილთან კი ცხოვრობდნენ მისი ვაჟიშვილი, 40 წლის თენგო და მისი მეუღლე – 36 წლის ნატალია გოგოშიძე, რომლებიც ათი წლის დაქორწინებულები იყვნენ. ანზორის შვილი, თენგო, გონებრივად შეზღუდული და ფიზიკურად სუსტი მამაკაცი იყო. მას წლების განმავლობაში მკურნალობდნენ, მაგრამ, უშედეგოდ.

როგორც გაირკვა, მკვლელობის ღამეს ანზორის შვილი, თენგო, მეზობელ სოფელში დასთან იყო სტუმრად წასული. რძალმა, ნატალია გოგოშიძემ, სამართალდამცველებთან აღნიშნა, რომ მას ღამით სახლის მეორე სართულზე ეძინა და მამამთილის საძინებლიდან ხმაური არ გაუგია.

ამონაწერი ნატალია გოგოშიძის ჩვენებიდან:

„დასაძინებლად საკმაოდ ადრე დავწექი, ყოველთვის პირველ სართულზე მძინავს, მაგრამ, ვინაიდან იმ ღამეს ჩემი მეუღლე სახლში არ იყო, მეორე სართულზე ავედი და იქ დავიძინე. ჩემი მამამთილი ძილის წინ ცოტა აფორიაქებული მომეჩვენა, საღამოს მეზობელთან უკამათია – შოთა გოგუა და ჩემი მამამთილი ერთად ვაჭრობდნენ შეშით და, ეტყობა, ფული ვერ გაიყვეს. საღამო ხანს ნუგზარი ჩვენთან იყო მოსული და ეზოში ხმამაღლა ელაპარაკებოდა ჩემ მამამთილს, მაგრამ მათი საუბრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემი მამამთილი უკვე ლოგინში იწვა, როცა მე მეორე სართულზე ავედი დასაძინებლად. დილით ქვემოთ რომ ჩამოვედი, შემოსასვლელში სისხლის კვალი დავინახე. ძალიან შევშინდი, მეზობლებს დავუძახე და მათთან ერთად შევედი ჩემი მამამთილის ოთახში, სადაც მკვდარი ვიპოვეთ“.

ერთი შეხედვით, ნატალია გოგოშიძის ჩვენებაში საეჭვო არაფერი იყო, მაგრამ, მაინც შეიმჩნეოდა, რომ ის ეჭვქვეშ მეზობელს, შოთა გოგუას აყენებდა. სამართალდამცველებმა შოთა გოგუაც დაკითხეს. მან დაადასტურა, რომ საღამოს ანზორ ვარდოშვილთან წაკამათდა, მაგრამ ეს უმნიშვნელო ინციდენტი მაშინვე ამოწურულიყო.

„ანზორი და მე დიდი ხნის მეგობრები ვართ. ახალგაზრდობაში ერთად ვმუშაობდით მეურნეობის სატვირთო მანქანის მძღოლებად. ბოლო წლებში შეშის გაყიდვა დავიწყეთ და ასე ვარჩენდით ოჯახებს. ჩვენ შორის ჩხუბი და დაპირისპირება არავის ახსოვს, ახლაც უმნიშვნელო რამეზე წავკამათდით. შეშაზე მეგობარს როგორ გადავემტერებოდი“, – განუცხადა შოთამ გამოძიებას.

სამართალდამცველებმა მეზობლის ალიბიც გადაამოწმეს და შეიტყვეს, რომ შოთა გოგუას ის ღამე რაიონულ საავადმყოფოში გაეტარებინა, სადაც მისი მეუღლე გულის მოულოდნელი შეტევით მოეთავსებინათ.

გამოძიება თითქმის ჩიხში შევიდა, არც ეჭვმიტანილი ჩანდა, არც სამხილები და არც საეჭვო გარემოებები. სამართალდამცველებისთვის, ალბათ, რთული იქნებოდა ამ მკვლელობის გამოძიება, რომ არა ერთი გარემოება: მოგეხსენებათ, სოფელში არაფერი იმალება, მით უმეტეს, სასიყვარულო ურთიერთობები.

სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის რძალი, ნატალია, მეზობელთან, ენვერ ვარდოშვილთან, ინტიმურ ურთიერთობაში იყო შემჩნეული. ენვერი თენგოს გარე ბიძაშვილი იყო და ანზორ ვარდოშვილის სახლში ხშირად დადიოდა. ის ნატალიას ქმრის თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარიც იყო. ენვერი სახალხოდ დასცინოდა კიდეც თავის მეგობარს: კაცობა არა აქვს, ცოლს ვერ აკმაყოფილებსო.

სამართალდამცველებმა ენვერ ვარდოშვილიც დაკითხეს. მან განაცხადა, რომ ანზორ ვარდოშვილის ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ნატალიასთან სასიყვარულო ურთიერთობა სასტიკად უარყო, ამაზე იხუმრა კიდეც – ჩემი უნიათო ბიძაშვილის ცოლს როგორ გავეკარებოდიო.

ენვერ ვარდოშვილს ალიბიც ჰქონდა – მას მკვლელობის ღამე საკუთარ რესტორანში გაეტარებინა, რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობდა. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებს მისმა ჩვენებამ მაინც ბევრი კითხვა დაუტოვა, ყველაზე საეჭვო კი მაინც ის იყო, რატომ მალავდა ენვერ ვარდოშვილი მკვლელობის საღამოს ბიძაშვილის სახლში ყოფნის ფაქტს, რასაც ორი თვითმხილველი ადასტურებდა. საეჭვო იყო ნატალიას ჩვენებაც – მან ჯერ განაცხადა, მკვლელობის საღამოს ენვერი არ მინახავსო, შემდეგ კი გამოტყდა, რომ მეუღლის ბიძაშვილი გულის გადასაშლელად სახლში დაიბარა და თავისი გულისტკივილი გაანდო.

საეჭვო კითხვებს პასუხები ენვერ ვარდოშვილის მეუღლემ გასცა – მან არ დამალა, რომ იცოდა თავისი მეუღლისა და ნატალიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და ქმარი იმაშიც ამხილა, რომ მკვლელობის ღამეს სახლში სხვისი ტანსაცმლით დაბრუნდა – როცა დილით საწოლთან უცხო ტანსაცმელი შევნიშნე, ძალიან გამიკვირდა, რაზედაც ენვერმა მითხრა: ძაღლმა შარვალი შემომახია და ეს ტანსაცმელი თანამშრომელს ვეთხოვეო.

სამართალდამცველებმა ენვერ ვარდოშვილი დააკავეს, მან ჩადენილი მკვლელობა აღიარა და არც ის დამალა, რომ ამ მკვლელობაზე თავისმა საყვარელმა – გარდაცვლილის რძალმა უბიძგა.

ამონაწერი ენვერ ვარდოშვილის ჩვენებიდან:

„სამი წელია, რაც ნატალიასთან სექსუალური ურთიერთობა მაქვს, თავიდან ძალიან შემეცოდა და ეს ურთიერთობაც ამიტომ დაიწყო, მეუბნებოდა, ჩემ ქმარს არაფრის თავი არ აქვს და აქ მხოლოდ იმიტომ ვჩერდები, რომ გათხოვილს სახლში არავინ შემიშვებსო. ჩვენმა ურთიერთობამ ბოლო დროს ძალიან რეგულარული სახე მიიღო, მაგრამ ამას ისე საგულდაგულოდ ვმალავდით, რომ ვერავინ იგებდა. ნატალია ჩემ რესტორანში წავიყვანე „ბუფეტჩიცად”, გვიანობამდე ერთად ვიყავით. ხანდახან მეც მივდიოდი ვარდოშვილებთან სახლში.

ნატალიას ქმარი ვერაფერს ხვდებოდა. თვითონ გვერდით ოთახში ეძინა ხოლმე, მე კი მის ცოლთან ვერთობოდი. ორი თვის წინ ნატალიამ მითხრა, რომ მის მამამთილს, ანზორს, ჩვენ ურთიერთობაზე ეჭვი აეღო, ძალიან ამწარებდა და რამე უნდა მოგვემოქმედებინა.

მე ვუთხარი: ანზორი ვერაფერს დაგვიშავებს და საფრთხეს ვერ შეგვიქმნის-მეთქი, რაზედაც მიპასუხა: თუ ანზორს არ მოკლავ, შენ ცოლთან აპირებს წასვლას და ყველაფრის თქმასო. ამაზე ძალიან დავფრთხი. ჩემი ცოლი ისედაც ეჭვიანია და ამას აღარ შეეგუებოდა. მანამდეც სულ მეუბნებოდა: ნატალიასა და შენი ურთიერთობა არ მომწონს და სამსახურიდან გააგდეო. მკვლელობის დღეს ნატალიამ დამირეკა და მთხოვა, რომ მათთან მივსულიყავი. ანზორი სახლში არ იყო, ჩვენ მეორე სართულზე ვიყავით. ნატალიამ მომთხოვა: ანზორს დღეს უნდა გავუსწორდეთ.

მეზობელ კაცთან იჩხუბა და ყველაფერს მას დააბრალებენ, ჩვენზე არავინ იფიქრებსო. თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ, ნატალიამ მაცდუნა – სექსის შემდეგ დავთანხმდი, რომ გვიან ღამით მივიდოდი მასთან და ანზორს მოვკლავდი. ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა ანზორ ვარდოშვილის სახლში შევიპარე. ნატალიამ დანა დათქმულ ადგილას – შესასვლელი კარის ფარდაგის ქვეშ დამახვედრა. ანზორს უკვე ეძინა, ოთახში ჩუმად შევედი. ნატალიაც იქვე ახლოს იდგა. ანზორს საწოლთან მივეპარე და გულაღმა მწოლიარეს დანა დავარტყი.

ანზორს გამოეღვიძა და წინააღმდეგობა გამიწია. ფიზიკურად ძლიერი კაცი იყო და დიდხანს ვეჭიდავე – სისხლი მოსდიოდა, მაგრამ მაინც არ მნებდებოდა, მთვრალი ვიყავი და სითამამე მომემატა – დანა კიდევ ხუთჯერ დავარტყი, უკვე ხროტინი დაიწყო, როცა ოთახში ნატალიაც შემოვიდა. მან მითხრა: ყელიც გამოსჭერი, თორემ, ისეთი სულძაღლია, გადარჩებაო. ბოლოს თვითონ შემომაჩეჩა ხელში ძირს დაგდებული დანა, ანზორს ყელს რომ ვჭრიდი, დანა ნატალიასაც ეჭირა. როცა დავრწმუნდით, რომ ანზორი მკვდარი იყო, მეორე ოთახში გავედით, მაგრამ ისევ რამდენჯერმე დავბრუნდით უკან.

ვარდოშვილებთან გვიან ღამემდე დავრჩი – ნატალია ისეთი აღგზნებული იყო, რამდენჯერმე სექსითაც კი დავკავდით. სისხლიანი დანა წასვლისას თან წავიღე, რესტორანში მივიტანე, რამდენჯერმე გავრეცხე და სისხლის კვალი მოვსპე, იქვე გადავიცვი ჩემი თანამშრომლის ტანსაცმელი და სახლში გამთენიისას დავბრუნდი“.

ენვერ ვარდოშვილის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა ნატალია გოგოშიძეც დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. სასამართლომ ნატალია გოგოშიძეს 13 წლით, ენვერ ვარდოშვილს კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შემთხვევა მოხდა 2010 წელს.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved