• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
10:24 05-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ვერძი

ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარდაჭერა დიდი ენერგიით აგავსებთ, ამიტომ თქვენც მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მხოლოდ თქვენს ოჯახს შეუძლია თქვენი უპირობოდ მიღება და გაგება.

კურო

გირჩევთ, ეს შაბათი დღე ღია ცის ქვეშ გაატაროთ და, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ახლობელ ადამიანებთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავროთ. ამ დღეებში ყურადღებით იყავით – შესაძლოა, თქვენი ძველი ქმედება ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ.

ტყუპები

დროა, სახლს და ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოთ და ყველაფერი სახლის საფუძვლიანი დასუფთავებით დაიწყოთ – ამ მხრივ ბევრი სამუშაო დაგიგროვდათ. საღამოს შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად კინოში წახვიდეთ ან უბრალოდ გაისეირნოთ. ოჯახის წევრებთან ერთად რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უკეთესია.

კირჩხიბი

ძალიან გადაიღალეთ, ამიტომ დროა, „წუთშესვენება“ აიღოთ და საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ. ზოგჯერ საკუთარ თავს პრობლემებს თავად უქმნით, ამიტომ ეცადეთ, გაერკვეთ, რა გსურთ და რის მიღწევას ცდილობთ? გირჩევთ, საბუთები მოაწესრიგოთ – შესაძლოა, უახლოეს ხანში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

ლომი

გირჩევთ ყველა საქმე ცოტა ხნით გადადოთ და პირად ცხოვრებასა და საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ. სამყარო დიდი ენერგიით დაგაჯილდოებთ, მთავარია, ეს ენერგია სასიკეთო საქმიანობაზე დახარჯოთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან მცირე კონფლიქტები გელით. დილიდან გაღიზიანებული ხართ და შენიშვნებზე მკვეთრად რეაგირებთ. ასე თუ გაგრძელდა, საღამომდე შეიძლება ყველას წაეჩხუბოთ, ამიტომ გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და ცოტა ხნით განმარტოვდეთ. ხელსაყრელი დღეა ვარჯიშებისა და დიეტის დაწყებისთვის.

სასწორები

ამ დღეს არავის ენდოთ. იმდენად ალალი ადამიანი ხართ, რომ ვერ ამჩნევთ როგორ იყენებენ თქვენს სიტყვებს თქვენ წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ პირადი და ოჯახური საქმეები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ და არავის გაუმჟღავნოთ. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

მორიელი

მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. თუ რჩევა გჭირდებათ, უნდა ითხოვოთ – ამ დღეს სწორ რჩევებს მოგცემენ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

მშვილდოსანი

მთელი კვირის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ. მიმდინარე ხარჯებიდან გამომდინარე, შემოსავლის გაზრდა ნამდვილად გჭირდებათ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ – პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

თხის რქა

ამ დღისთვის ბევრი საქმე თუ გაქვთ დაგეგმილი, გირჩევთ, სია გაანახევროთ და მთელი ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით.

მერწყული

უამრავი საოჯახო საქმე გელით და შაბათი სწორედ ამას უნდა დაუთმოთ. ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი ნუ გექნება – ამ დღეს ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეთ. ეცადეთ ფინანსურად მომგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

შრომისმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ თქვენი სხეული თქვენი აქტიურობით გადაიღალა. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ. საყვარელი წიგნის კითხვა ან მთელი დღე ლოგინში წოლა ამ დღის იდეალური სცენარი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved