• რეკლამა
  • კონტაქტი
08:46, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი” – ისრაელის საელჩო

ალია ავტორი - ალია
15:09 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
609

საქართველოში ისრაელის საელჩო აქვეყნებს მუსიკოს ერეკლე დეისაძის კომენტარების სქრინებს და წერს:

ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა…
გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა.
7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში – საკუთარი მოქლაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკლვით და გოგონების გაუპატიურებით.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ.
როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია „ჰამასის“ სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში.
ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა „ჰამასს“, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს.
მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი „ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური.
ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი.
Hadas Meitzad
Israel Ministry of Foreign Affairs
May be an image of text
თეგები: ერეკლე დეისაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved