• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “9 წლის პატარას, უკვე უსულოს, უმწეოდ გადმოვარდნია საკაციდან ხელი… იქეთ ქალები – დაძინებულები და ვერგაღვიძებულები…” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
20:20 07-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
572

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

ყველაზე უარესი და ამაზრზენი, რაც ომს აქვს, არის არა ნგრევა და სიკვდილი, არამედ ამასთან შეჩვევა, შეგუება, სიკვდილის გარდასახვა სტატისტიკად…

აი, 9 ივლისი, ჩასოვი იარი, საცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის დაცემა და თავდაპირველი ინფორმაცია – 9 ცხედარი ამოიყვანეს, მერე განახლება – კიდევ სამი, უკვე 12, მერე უცებ, კიდევ 5 და, “ვაიმე, ეს რა ხდება” – ვიცხადებთ, ვაზიარებთ, მაგრამ ვიცით, რომ კიდევ გაიზრდება მსხვერპლი: ჯერ სადაა, ნანგრევების ნახევარია გაწმენდილი და კი, ჭიატებს გულში იმედი, რომ ვიღაცას ცოცხალს ამოიყვანენ, მაგრამ არა – უკვე 21, 28… “მათ შორის ცხრა წლის ბავშვია”… და განიცდი, განიცდი, მაგრამ რიცხვები იცვლება, იმატებს…

ბოლო მონაცემებით, ჩასოვი იარში დანგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან 41 ცხედარია ამოყვანილი…

41 ადამიანი, რომელსაც ეძინა თავის სახლში და არაფერს ელოდა ცუდს, მათ შორის, 9 წლის ბავშვი, რომელიც, იქნებ, კარგ სიზმარს ხედავდა ძილში და სულაც არ უფიქრია (ან რატომ უნდა ეფიქრა), რომ ეს მისი ბოლო სიზმარი იყო…

და მერე, გხვდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია რომ კი, დიახ, დიახაც – დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც მოსახლეობა გაყვანილი იყო და სამხედროები იყვნენ ბაზირებული…

ნანგრევების წინ კი 9 წლის პატარას, უკვე უსულოს, უმწეოდ გადმოვარდნია საკაციდან ხელი, გადმოკიდებულია… იქეთ კიდევ, ქალები – დაძინებულები და ვერგაღვიძებულები…

და გინდა, რომ ეს სახელმწიფო გაქრეს, აღიგავოს, მოშორდეს მსოფლიოს – აი, ამათი გამარჯვება როგორ უნდა გინდოდეს, რატომ, რა ლოგიკით?”

თეგები: ლაშა ბერულავარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved