საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კიდევ 3-ით გაიზარდა და 47 გახდა.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით უკვე გაეწერა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.
კომენტარები