• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:35 05-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,304

ვერძი

მთელ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მითითებებს მიჰყვეთ და უადგილო კითხვები არ დასვათ. მომავალ კვირას სამაგიეროს გადახდას შეძლებთ, მანამდე კი ჩრდილში დარჩენა მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სხვების კარნახით ნუ იმოქმედებთ.

კურო

გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ ერთმანეთი ძველებურად აღარ გიზიდავთ, ჩამქრალი გრძნობის გაღვივება უნდა სცადოთ. სამსახურში პირიქით, ვნებებს და კონფლიქტებს უნდა ერიდოთ, რადგან შედეგებს თქვენ დაგაბრალებენ.

ტყუპები

წარმატებული დღეა, უბრალოდ, ფინანსებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ საყიდლებზე წასვლამდე ვალები და გადასახადები გადაიხადოთ, რათა ხელფასამდე ცარიელი ჯიბით არ დარჩეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ წვრილმანებში ჩაძიებას, ზედმეტ პირდაპირობას და ურთიერთობების გარჩევას.

კირჩხიბი

დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და აქ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა იგულისხმება. ახლა თქვენ ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს შვებულებაში გასვლა ჯობს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ დასვენებისთვის ერთი დღე მაინც გამონახოთ.

ლომი

ლომისთვის პოზიტიური დღეა, თუნდაც მის გარშემო ქაოსი და კონფლიქტი იყოს. ამ დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. სამსახურში უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, საღამოს კი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შესანიშნავ დროს გაატარებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაა საქმეში და ცხოვრების ყველა სფეროში პრინციპულად იმოქმედოთ. დროა, პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, სამსახურში კი ხმამაღლა განაცხადოთ, რომ ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას იმსახურებთ. თამამად დაიცავით საკუთარი უფლებები. ბედი თქვენს მხარესაა!

სასწორი

უკვე ზაფხულის გეგმებს აწყობთ. შესაძლოა, ეს გეგმები თქვენს საახლობლო წრეში ყველას არ მოსწონს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მოიქეცით ისე, როგორც ამას გული და გონება გიკარნახებთ. აუცილებელი არ არის სხვისი აზრი გაითვალისწინოთ, თუნდაც ის ახლო ნათესავი იყოს. მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას, იყავით მეტად დიპლომატიური და ღიმილიანი.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. განსაკუთრებით სახიფათოა უფროსის წინაშე ხასიათის დემონსტრირება, რადგან შესაძლოა არა მხოლოდ ბონუსის, არამედ სამსახურის გარეშეც დარჩეთ.

მშვილდოსანი

რატომღაც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უიღბლობის პერიოდი დადგა. ეცადეთ, ასეთი აზრები კოსმოსში არ გააგზავნოთ და საქმე არ გაირთულოთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი ტრაგიკულად არ არის, როგორც ფიქრობთ. ეძებეთ სიხარული წვრილმანებში, ურთიერთობაში, ბუნებაში. თუ მუდმივად იწუწუნებთ, უიღბლობის პერიოდი ნამდვილად დადგება.

თხის რქა

ამ კვირამ ძალიან დაგღალათ, ამიტომ გირჩევთ, ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. აკეთე ის, რაც ნამდვილ სიხარულს განიჭებთ. ახალი კვირისთვის სათანადო დასვენება და ძალების მოკრება გჭირდებათ. გსურთ ყველას ასიამოვნოთ და საჩუქრებით აავსოთ, რის გამოც გაუთვალისწინებელი ხარჯი მოიმატებს.

მერწყული

ნუ გადადებთ იმას, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ეს დღე ძალიან იღბლიანი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მისგან ყველაფერი მაქსიმალურად მიიღოთ. იდეალური დღეა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რომლებიც ახლა მხოლოდ ნაღველს იწვევს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დროა, გამაჯანსაღებელი დიეტა და ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს რომანტიკული დღე ელით. ოჯახსა და სამსახურში გულწრფელი ურთიერთობები გაგახარებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved