• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
09:25 12-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

ვერძი

ეს დღე ცვლილებების სურვილს გაამძაფრებს, რაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. გახსოვდეთ, საქმეში რამდენ ენერგიასაც ჩადებთ, იმდენი თანხა დაგიბრუნდებათ. სასურველია, რომ სამომავლო გეგმები ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად განიხილოთ.

კურო

ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული პარტნიორზე და საკუთარი ინტერესებიც გაითვალისწინეთ. გირჩევთ, კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას მოერიდოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები გმართებთ.

ტყუპები

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, გამოცდილ მეთოდზე უფრო წარმატებული იქნება. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ადვილად მოახერხებთ, არ დაიბნევით და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

კირჩხიბი

სამყარო გააძლიერებს თქვენს სწრაფვას ცოდნისა და პიროვნული განვითარებისკენ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც არ მოგეწონებათ და შეიძლება სამსახურის შეცვლა გადაწყვიტოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, ძველი ნივთებისგან ბინის დაცლა დაგეგმოთ.

ლომი

პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ, სამაგიეროდ, პროფესიულ საქმიანობაში ახალ სიმაღლეებს იპყრობთ და კოლეგებს შრომის ნაყოფიერებით აოცებთ. ამ დღეს წვრილმანები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ქალწული

ამ დღეს საშუალება გექნებათ, ოცნება აისრულოთ – ეს შეიძლება დაწინაურება, წარმატებულ კომპანიაში გადასვლა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება იყოს, მაგრამ მზად იყავით, რომ ამას დიდი ძალისხმევა და მოთმინება დასჭირდება. მნიშვნელოვანია, ყურადღება წვრილმანებზე არ გაგეფანტოთ.

სასწორი

გირჩევთ, პირველ რიგში, საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ და თუ დრო დაგრჩათ, კოლეგებს დაეხმაროთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და სარისკო საქმეებს, თუნდაც ახლო მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

შესაძლოა, ეს დღე ახლობელი ადამიანის პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ, მაგრამ ნურც საკუთარ ვალდებულებებს დაივიწყებთ. მენეჯმენტთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, რაც შეიძლება კოლეგებისგან დისტანცირების მიზეზი გახდეს. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება საქმეზე მიმართოთ – ეს უახლოეს მომავალში პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ. ადამიანი წარსულიდან თქვენს ცხოვრებაში დაბრუნებას და თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ეცდება.

თხის რქა

როგორც წესი, პარტნიორს ფრთხილად ირჩევთ, მაგრამ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ და ზოგ გადაწყვეტილებას გადახედოთ. ადამიანები იცვლებიან და დროთა განმავლობაში შეიძლება შეხედულებები თქვენც შეიცვალოთ. თუ თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ, ნუ შეგეშინდებათ, რომ ვითარება შეცვალოთ.

მერწყული

ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი და კრიტიკული, თორემ შეიძლება ახლობელი ადამიანები დააფრთხოთ. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, უბრალოდ, მოდუნდეთ და ცხოვრებით ისიამოვნოთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა ახლო მეგობარმა ან ოჯახის წევრმა საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ.

თევზები

გამორიცხული არ არის კარიერული წინსვლა, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. შეეცადეთ უარყოფითი აზრები თავიდან აიცილოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ენერგია, რომელსაც ასხივებთ, უკან გიბრუნდებათ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved