• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„16-ის აქცია 17-ში მისაღებ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ხოლო 20-ის აქციას შეუძლია 17-ში მიღებული გადაწყვეტილებაც შეცვალოს“ – დიღმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:11 06-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
710

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საიდან მოვიდა აზრი, რომ 17 ივნისს მიიღება უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე 22-23 ივნისს?
17 ივნისს იგზავნება რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც 16-ში ვერანაირად ვერ შეიცვლება. რაც შეეხება მთავარ გადაწყვეტილებას, ის მეტწილად პოლიტიკურია და შეიძლება სულაც ცვლიდეს რეკომენდაციას და ამის მაგალითიც ყოფილა – საბერძნეთი.
16-ის აქცია 17-ში მისაღებ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ხოლო 20-ის აქციას შეუძლია 17-ში მიღებული გადაწყვეტილებაც შეცვალოს, შესაბამისად შინაარსობრივის გარდა, ტექნიკურად უკეთესი თარიღიცაა სასიკეთო ცვლილების პერსპექტივის გათვალისწინებით.
რაც შეეხება 16-ის შინაარსს, ვფიქრობ, პრეზიდენტს ბევრად ბერკეტი ჰქონდა ჯერ რეზოლუციის, შემდეგ კი რეკომენდაციის ტექსტზე ზემოქმედების მოსახდენად, ვიდრე აქციაა.
აქციას სამოქალაქო საზოგადოება იმიტომ ვატარებთ, რომ სხვა არც არანაირი ბერკეტი გვაქვს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, ესაა ჩვენი მაქსიმუმი.
პრეზიდენტის მაქსიმუმი კი “მაინც ცოტა ზევით” არის. მას შეეძლო დაედო ვეტო იმ კანონებზე, რომელიც საკუთარ გამოსვლაში კრიტიკულად მოიხსენია, ევროინტეგრაციას გვაშორებსო… შეეძლო უმაღლეს საბჭოში თავისუფალი მოსამართლის დანიშვნა, აქვს შეწყალების ბერკეტიც…
პრეზიდენტი, რომლის მიზანი და ამოცანა ევროინტეგრაცია და მოსახლეობის ამ მისწრაფების გარშემო კონსოლიდაციაა, ჯერ ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებდა, შემდეგ კი 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ აქციას შემოუერთდებოდა ალტერნატიული, დამყოფი თარიღის პრეზენტირების ნაცვლად.
არც ახლაა გვიან, შეუძლია გააუქმოს 16-ის აქცია და შემოუერთდეს ოცისას თუ ნახავს, რომ განაწყენებული კობახიძე მისთვის ავტობუსებით ხალხს არ ეზიდება. ხომ გასაგებია, რომ ამ პოლიტიკურ აქციაზე კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა არ მივა, ვინც არ უნდა შეაგულიანოს, ხოლო 20-ში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ აქციაზე ქართული ოცნების ამომრჩევლებიც მიდიოდნენ და ამიტომაც გახდა საჭირო ალტერნატიული აქციაც, მუქარებიც და ყველა სხვა შეტევა, რომელიც ამ თარიღმა იწვნია.
არა უშავს, როგორც განცხადებაში ვთქვით, არაფერია ცუდი იმაში, თუ ქვეყანაში, რომელშიც 2 ახალი წელია, 2-ჯერ აღვნიშნავთ ევროინტეგრაციის სურვილსაც და ჩვენი მოწვევა (ისევე როგორც 16-ის გაუქმების რჩევა) ზურაბიშვილისადმი ძალაში რჩება. თუ დაფიქრდება, მიხვდება, ასე ჯობია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved