• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
17:41 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
544

თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მრავალშვილიანი დედები ხშირად წერენ ხოლმე კომენტარებში, თბილისის მერს, კახა კალაძეს.

ამჯერად, უკვე მესამე დღეა, მერს, კომენტარებში წერენ კომენტარებში, რომ სამი შვილის დედას, სოციალურად დაუცველ ქალს, ერთჯერადი დახმარების სახით, რომელიც, როგორც წესი, გაიცემა ხოლმე მერიიდან, 150 ლარზეც კი უარი უთხრეს. კომენტარს, მერიის გვერდზე არავინ პასუხობს:

უნამუსო მთავრობა, როდესაც მრავალშვილიანი დედა ერთჯერად დახმარებას გთხოვთ, როდესაც სარეიტინგო ქულა აქვს 1000, როდესაც 3 მცირეწლოვანს მარტო ზრდის და ყავს გულით დაავადებული დედა იმედად, რომელმაც ინსულტის ფონზე დაკარგა ცალ თვალში მხედველობა და ცალყურში სმენა და მოიხმარს სმენის აპარატს, როგორ შეგიძლიათ 150 ლარზე უარი უთხრათ, როცა ვერ ძღებით. ტფუი თქვენს ქართველობას და ადამიანობას.

კომენტარებში წერს, 4 შვილის დედაც და ამბობს, რომ უკვე ორი წელია, ბინაზე აქვს განცხადება შეტანილი და რომ შვილები, რომლებსაც ზრდის, ქვეყანას უნდა გამოადგეს, წესით, სწორედ ამიტომაა ხელისუფლება ვალდებული, დაეხმაროს ელემენტარული პირობების მოგვარებაში:

ორი წელია დავწერე ბინაზე განცხადება და არანაირი პასუხი არ მომდის, ვარ 4 შვილის დედა ძალიან გთხოვთ ფუჭ იმედებს ნუ აძლევთ დედებს ან დაეხმარეთ თუ ეხმარებით. მოვა დრო და ეს ბავშვები თქვენ გამოგადგებათ, ხო. ხოდა კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით მათი ცხოვრება.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს მოქალაქის ელემენტარული საჭიროებები. იმ ფონზე, როცა ეკონომიკა ასე “ყვავის”, როგორც ირაკლი კობახიძე, ან კახა კალაძე ამბობენ, განსაკუთრებულად უცნაური ამბავია, სამი შვილის დედას, სოციალურად დაუცველს, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებაზე უთხრას უარი სახელმწიფომ. არა, თუ გვიჭირს ეკონომიკურად და ტყუილია ეგ მონაცემები, რასაც აფრიალებთ ხოლმე, თქვით, ბატონო. ან, თუ ისევ იპარავენ მოქმედი მინისტრებიც და იმიტომ არ რჩება ხალხისთვის, ეგაც თქვით.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved