• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

150 000 “იბერიოლის” მფლობელებისგან, 12 000 კალაძისგან, 10 000 ღარიბაშვილის სიმამრისგან – რეჟიმის სპონსორები

ალია ავტორი - ალია
21:19 02-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,064

მილიონ-ნახევარი საჩუქრად “ქართულ ოცნებას” – ხალხისთვის სისხლიანი ნოემბრის მოწყოფის შემდეგ, ვინ დააფინანსა ივანიშვილის რეჟიმი? – ტვ პირველის შაბათის გუნდის მიხედვით, სია ასე გამოიყურება:

ნავთობკომპანია “იბეროილი”:

  • კომპანიის ოთხმა მფლობელმა და ერთმა დირექტორმა ერთდროულად სისხლიანი ნოემბრის შემდეგ, “ქართული ოცნების” ანგარიშზე  150 ათასი ლარი გადარიცხეს:
  1. “იბეროილის”  მფლობელი, ირაკლი პეტრიაშვილი – 20 000 ლ,
  2. მფლობელი – დავით ალიბეგაშვილი – 20 ათასი,
  3. მფლობელი – სიმონ გეგელაშვილი – 40  ათასი,
  4. მფლობელი – გოჩა ჩოკოშვილი  50 000,
  5. ნავთობკომპანიის დირექტორი  – მიხეილ ნიკოლეიშვილი 20 000.

“იბეროილის” მფლობელის მტკიცებით, დასისხლიანებული და დასახიჩრებული ხალხი არ უნახავს. “შაბათის ეთერს” ეუბნება, რომ არც სინდისი პატიმრების შესახებ სმენია რამე და არც წამების მანქანებზე. ნავთობის იმპორტიორი კომპანიის შეფმა მხოლოდ ის იცის, რომ ივანიშვილი მათი ბიზნესის “მეგობარია”.

ირკვევა, რომ 2023 წელს “იბეროილმა ” 100 მილიონზე მეტის ნავთობი შემოიტანა. “შაბათის ეთერი” ცნობით, “ქართული ოცნების” სპონსორებს კავშირი აქვთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ  კომპანიებთან. 

  • დასავლეთის მიერ სანქცირებული რეჟიმის სპონსორებს შორისაა, მიშო მებუკე, ახალგაზრდა სარეკლამო ბიზნესიდან.
  • “ოცნების” დამფინანსებლებს შორისაა 66 წლის პენსიონერი, მანანა ნადირაძე. საჯარო წყაროებიდან დგინდება, რომ  ნადირაძე “ქართუს” ყოფილი თანამშრომელი და ბანკის მმართველის ნატო ხაინდრავას მეზობელია. დოკუმენტებით დგინდება, რომ ოცნების პენსიონერ შემომწირველს, ბინაც კი ბანკში იპოთეკური სესხის უზრუნველყოფაში აქვს ჩადებული.
  • “ქართუ ბანკის” მმართველი ნატო ხაინდრავა 60 ათასი ლარით “ოცნების” ყველაზე მსხვილი სპონსორია
  • “ქართუს” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ გოგუამ “ოცნებას”  55 ათასი ლარი აჩუქა.
  • სიაში კიდევ რამდენიმე საინტერესო პირია “ქართუდან”-  ერთი ირინა მუსერიძეა. ის 1998 წლიდან მუშაობს “ქართუში”  ადამიანური რესურსების განყოფილებაში. მან  მოძალადე რეჟიმს 33 ათასი აჩუქა.
  • ერთი დღით ადრე 28 იანვარს ნიკოლოზ ჩარკვიანმა კი “ოცნებას” 55  ათასი ჩაურიცხა. ბოლო ცნობით,  რომელიც ინტერნეტში იძებნება, ჩარკვიანი “ქართუში” ხაზინის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
  • ანტიდასავლური ძალის დამფინანსებელთა შორისაა  მადონა მამაცაშვილიც – მან ივანიშვილის პარტიას 30 ათასი ლარი აჩუქა.

მედიის ცნობით, დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ რუსეთის დაზვერვასთან კავშირში მხილებული, ამერიკის მიერ სანქცირებული და მაგნიტსკის სიის კანდიდატის პარტიას წელს მცირე დახმარება გაუწია კახა კალაძემ. თბილისის მერმა “ოცნებას” მხოლოდ 12 ათასი ლარი აჩუქა.

ათი ათასი ლარის შემოწირულობით დაეხმარა “ოცნებას” ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი.

  • “ოცნების” სპონსორებს შორისაა ბიზნესმენი კახაბერ გაბეშია – კომპანია “ათენას” დირექტორი, რომელმაც 3 თებერვალს, 30 ათასი ლარი ჩაურიცხა რეჟიმს.

“შაბათის ეთერმა” ოცნების სპონსორებს შორის აღმოაჩინა “ბოლერო და კომპანიას” დირექტორი. დავით ბოჭორიშვილმაც 6 თებერვალს გადაწვიტა, ივანიშილის პარტიის მხარდაჭერა. მან  ეს უკვე მესამედ გააკეთა. პირველად 2023 წელს, მაშინ “ოცნებას” 50 ათასი, 2024 წელს 30 ათასი, ახლა კი მწამებელი რეჟიმი 40 ათასით დააჯილდოვა.

ალკოჰოლური  სასმელების მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტი ვახტანგ კარიჭაშვილი 2023 წლიდან უკრაინის მიერაა სანქცირებული. კარიჭაშვილს  ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან მჭიდრო ბიზნესს კავშირები აქვს. ვახტანგ კარიჭაშვილს პროდუქტი გააქვს გასაყიდად  რუსეთის ფედერაციაშიც. კარიჭაშვილის კომპანიის დირექტორი ირაკლი ბექაურიც რეჟიმის სპონსორია. ბექაურმა ოლიგარქის პარტიას 60 ათასი ლარი აჩუქა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved