• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 თებერვალი 18:00 საათი – თბილისში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან

ალია ავტორი - ალია
12:23 02-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

15 თებერვალს 18:00 საათზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან – ამ თემაზე “სამოქალაქო საზოგადოების” ფონდის ოფისში დამკვირვებელების ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანის თქმით, უწყვეტი პროტესტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ შეკრებით რეჟიმს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხალხი, რომ ბრძოლას აგრძელებს.

ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოში არის ოლიგარქის ავტორიტარული მმართველობა, თუმცა ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა და შეზღუდვები არის პირდაპირი ნაბიჯი რუსული დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ. ეს იქნება უფრო მძიმე რეჟიმი, როდესაც დაპატიმრებები, აღარ იარსებებს შეკრებისა და გამოხატვის უფლება და ფაქტობრივად ქვეყანაში შეიზღუდება სიტყვის გამოხატვა, მედია შეიზღუდება. ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპულ გზას და გადაიქცევა რუსეთის კოლონიად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი უწყვეტი პროტესტი გაგრძელდეს და გავაკეთოთ ძალიან დიდი შეკრება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ 15 თებერვალს 18:00 საათზე ევროპის მოედანზე. კიდევ ერთხელ გვინდა ვაჩვენოთ, როგორ მოქალაქეებს ასევე ამ რეჟიმს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქართული საზოგადოება ბრძოლას აგრძელებს და ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული შედეგი, როგორიც არის ახალი არჩევანი და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მობრძანდეთ შაბათს 15 თებერვალს ევროპის მოედანზე”, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved