• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“15-16 წლის ბავშვები სპეცრაზმელებს ელეწებიან და რა დროს ბურთი, შტანგა და კიმონოა” – ჩერქეზიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:08 05-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,807
პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
❗️❗️❗️მეგობრებო,
მინდა ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატუსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემაზე სპეკულაციები:
ჩვენ შევთანხმდებით თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ვსაუბრობთ სამშობლოზე, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, იქ, ნებისმიერ შემთხვევაში, იშლება ყველანაირი ზღვარი და თითოეული ჩვენგანი ხდება თავისი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი.
მაგალითად, ლევან აბაშიძე, აფხაზეთის ომში, ჯერ საქართველოს რიგითი ჯარისკაცი იყო და მხოლოდ შემდეგ ყველასთვის საყვარელი მსახიობი.
შეეძლო, დარჩენილიყო მხოლოდ მსახიობად, მაგრამ აბსოლუტურ კატეგორიაზე გააკეთა არჩევანი – შეეწირა საკუთარი ქვეყანას!
ჰოდა, როცა საქართველოა დასაცავი, იქ რიგითი ჯარისკაცი ათასჯერ მეტია, ვიდრე ცხრაგზის თუ ცხრაასგზის მსოფლიო ჩემპიონი, რომელ სპორტშიც გნებავთ.
ასეა ეს და სხვანაირად ვერ იქნება!
ყველა თავის საქმეს ვერ მიხედავს, როცა სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საშიშროება დგას.
ერთხელ ხომ გამოხატა საკუთარი აზრი, მეტი რა ქნას?
რა ქნას და სამშობლო ერთი დღით არ არის, ყველა დღითაა!
ჩვენი დასაცავია, ვიდრე პირში სული გვიდგას!
ეგრე ჩვენც გამოვხატეთ პოზიცია, ერთხელ კი არა, ათჯერ, ასჯერ, აღარ გავაპროტესტოთ?
მივხედოთ ჩვენ-ჩვენს პირადსა და ყოფით საქმეებს?
მოკლედ, არ არსებობენ კუმირები, ავტორიტეტები, ხელის გულზე სატარებელი, ვინმეზე რამით მეტი, რამით უპირატესი ადამიანები ამ ბრძოლაში!
მახსოვს ერთხელ პრინცესა დიანას (!) ჰკითხეს, ერთი დღით რომ შეგეძლოთ ადგილის გაცვლა, ვის გაუცვლიდითო და უპასუხა: დიდი ბრიტანეთის რიგით ჯარისკაცსო!
ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური თუ ნებისმიერი სხვა, აქ უნდა მოვიდეს, აქ უნდა დადგეს!
მერე აქვს ფასი სტადიონსაც, ფიცარნაგსაც და ტატამსაც.
ეს ჩვენი შიდა ამბავია, ჩვენი მორალური საყრდენი, რამაც ბევრჯერ გადაგვარჩინა და აქამდე მოგვიყვანა!
რადგან დღეს თუ ვინმე ჩემპიონია, დღეს თუ ვინმე ბრწყინავს, დღეს თუ ვინმე საქართველოს ღირსეული შვილია, ყველა რუსთაველზე დგას!
აქ 15-16 წლის ბავშვები სპეცრაზმელებს ელეწებიან და რა დროს ბურთი, შტანგა და კიმონოა.
P.S. მე ველოდები ამ ხალხისგან მკვეთრ, მკაფიო პოზიციას!
არც მათი სიყვარულისგან ვარ დაცლილი და არც პატივისცემისგან, უბრალოდ, საქართველო ყველასა და ყველაფერზე მეტია!
წერტილი.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს, თამაშობს ფეხბურთს and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „EA7 U N ISH SM OUT MSC“ გამოსახულება
თეგები: ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved