• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

14–მილიონიანი ქონება მილიონ 600 000–ად, შვილის მოკვლის მუქარა და შვილები, რომლებსაც მამა საკუთარ სახლში არ უშვებდა – რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძე

ალია ავტორი - ალია
22:58 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34,656

ხათუნა მიქაცაძე გადაცემა “რეაქციაში“ ლუკა კურტანიძის ძალადობაზე საუბრობს და ჰყვება:

 

ქობულეთის სახლის თანამესაკუთრეები ვართ, მე და სოფიო მეფარიშვილი, ელდარ კურტანიძის მეგობარი გოგო, როგორც თვითონ ამბობს. მართლა გულწრფელად არ ვიცი როგორ მოვიხსენიო და მოდი, იყოს მოქალაქე სოფიო მეფარიშვილი. 

ეს სახლი იყო 2020 წლამდე ჩემი საკუთრება, დაწყებული მიწის შენებიდან, მშენებლობის პროცესში. დამირეკა, მთხოვა ტაძარში შეხვედრა. მუდამ ვეხმარებოდი, ვაგრძელებდი მის საკვებზე, მისი ტანსაცმლის მოწესრიგებაზე ზრუნვას ამ პერიოდში.

წმინდა ილია მართლის ტაძარში შევხვდი, დავჯექით ეზოში და ვსაუბრობთ. მე მას კარგად ვიცნობ, მივხვდი, დახმარებას არ საჭიროებდა. უცბად მისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იარაღით ჩემი შვილის და ჩემი სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა და მითხრა, რომ შვილს მოუსპობდა სიცოცხლეს და ამას მაყურებინებდა, თუ არ გადავუფორმებდი ქობულეთის სახლს. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, დავინახე იარაღი და მიშველეთ, გაყინული ხმით დავიძახე, რაზედაც ტაძრიდან გამოვიდა დედა ანა და მანაც დაინახა ეს ყველაფერი. კარგად ვიცნობ, ის იყო ჩემს ჯვრისწერაზე მეჯვარე. დიახ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იარაღის მუქარით, ჩემი შვილის სიცოცხლის მოსპობის და ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფონზე, მე მას ნოტარიულად გადავუფორმე ქობულეთის სახლი.

კიდევ ერთ ძალადობას ჰქონდა ადგილი და 8 თვეში გადავწყვიტე, რომ დამეწყო ქონებრივი დავა. კურტანიძემ მაშინ თქვა, რომ  მე დავინახე ჩემი შეცდომა, მომიბოდიშა, მაგრამ მისთვის ეს მობოდიშების ფორმატი, მუხლებზე დაცემა და ტირილი, არის ერთგვარი სტანდარტი, რომელსაც ყოველ ჯერზე აკეთებდა. მაშინ მოხდა მხოლოდ 50 პროცენტის გადმოფორმება, ჩუქების ხელშეკრულებით.

ამის შემდეგ კვლავ გაგრძლედა მისგან ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ ჩემ სისხლში ჩამახრჩობდა, თავისი ხელით მიწას მაჭმევდა. ხმოვანი შეტყობინებები იყო… 4 შემაკავებელი ორდერის შემდეგ, გადავწყვიტე დამცავი ორდერიც მომეთხოვა. 4 მარტს, მოძალადე ელდარ კურტანიძეს აეკრძალა ყველა იმ სახლთან მოახლოეობა, სადაც მე ვიყავი, 

მოძალადე მას სასამართლომ გამოუცხადა სასამართლოს სახელით, ასე წერია. მოძალადე ელდარ კურტანიძეს ასევე აეკრძალა, საერთო კუთვნილებაში არსებული ქონების, ერთპიროვნულად ფლობა და იარაღის ფლობის უფლება.

სასამართლოს გადაწყვეტილება 4 მარტს შევიდა ძალაში და შეძლო, რომ აქედან 22 დღეში, ნასყიდობის ხელკშეკრულებით გადააფორმა, ის ქონება, რომელზედაც სოფია ამბობს, რომ 14 მილიონადაა შეფასებული, მილიონ 600 000–ად, სადაც 100 000 თურმე სოფიას გადახდილი ჰქონია, ასევე გადააფორმა იარაღი და მანქანა. იგივე ქალბატონი სოფიასგან ჟღერდება, რომ მე ვართმევ ქონებას, მე ვაღიარებ ელდარ კურტანიძის და სოფიოს ქონებას, ეს მათია, მათ აქვთ საკუთრების, სიცოცხლის უფლება და მეც მაქვს საკუთრების და სიცოცხლის უფლება.

ვითხოვე გამიჯვნა – უარი თქვა. ვაცნობე, რომ ამ სახლში მინდოდა, შევპირდი ელდარის ერთ–ერთ შვილს, ულამაზეს, უკარგეს გოგოს, რომ შენ აქ დაისვენებ. ქალბატონი სოფია ურეკავს ელდარ კურტანიძის შვილებს და ეუბნება, რომ არ უნდა ჩავიდნენ ქობულეთში და დაემუქრა:– სადაც ხართ, იქედანაც გამოგყრით.

მე სახლის კართან ვიყავი და ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ ელდარ კურტანიძე შეიჭრა ჩემს სახლში, ელდარ კურტანიძემ გააპროტესტა საკუთარი შვილების დასვენება ამ სახლში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მისი აგრესია იყო იმის გამო, რომ მისი შვილები იქ არ უნდა მისულიყვნენ.

გამიჩნდა დაუცველობის განცდა და განცდა იმისა, რომ მას ვიღაც ხელს აფარებდა. ვაცნობე რომ დაირღვა სასამართლოს გადაწყვეტილება და ვითხოვე დაცული ყოფილიყო ჩემი უფლებები. ჩამოვდივარ და მხვდება სახლში. დამცავი ორდერი იქვე დაირღვა, ამ დამცავი ორდერის მერე, ეგრევე რომ ყველაფერს ასხვისებს, ამით დაირღვა. წარმოუდგენელია სოფია მეფარიშვილს არ სცოდნოდა, კითხვა არ გასჩენოდა, რა იმედით ყიდულობდა მილიონ 600 000–ის ქონებას, როცა ელდარ კურტანიძის ქონებას იფორმებდა, მე ვვარაუდობ, რომ ის დაეხმარა, დამცავი ორდერისთვის თავი აერიდებია და ისინი თანამონაწილეები არიან დამცავი ორდერის დარღვევაში. სოფიას მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ულამაზესი, უკარგესი გოგოა, ნამდვილად შესაფერისი წყვილია, მაგრამ სოფიას მიმართ აღძრულია საქმე, სიცოცხლის მოსპობის მუხლით, მე დამემუქრა და ივმართავ შსს–ს და პროკურატურას, მის მიერ გამოქვეყნებულ, ცილისმწამებულურ, ღირსების შემლახველ ფრაზებს, რომლებიც ეხება ჩემი შვილების მამას… ჩემს შვილებს ჰყავდა ღირსეული მამა, ელდარ კურტანიძის შვილებს არ ჰყავთ ღირსეული მამა, იმ 2 შვილზე ვამბობ, რომლებსაც არ ახსენებს. ჩემი შვილების მამა იყო ღირსეული მამა. აუცილებლად დავიცავ ჩემი შვილების ცრემლებს.

მე მაქვს მისი მუქარის მიმოწერები, მწერდა, რომ ერთ–ერთი გოგონას, ყველას ცოლს ეძახდა, იყო აფხაზეთის ომში და რომ მისთვის კაცის მოკვლა არაა პრობლემა და უნდა დაეწყოთ ჩემი შვილის მოკვლით.

ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ მას ჰქონდა შიში, რომ ხელისუფლება ხელს დააფარებდა, ვერ მოახერხებდა დამტკიცებას და შეიძლებოდა, შური ეძია:

როდესაც მან სცემა თემურ ყაზარაშვილი, დაამტკიცა თემურმა, რომ ის სცემეს? როდესაც მან იარაღი დაადო ვასიკოს, გვარს ვერ ვიხსენებ, ჭიდაობის ფედერაციის შენობაში, კამერებს ჰქონდა დაფიქსირებული, დაამტკიცეს ამ ადამიანებმა, შეძლეს? – ვერა. არაერთი ფაქტია. მეც ვერ ვამტკიცებდი, დამცავი ორდერის განხილვისას, ისიც კი ითქვა, რომ თურმე, მე მაკიაჟი მქონდა გაკეთებული… 

ამ კადრების გადაღება არ იყო ჩემი თვითმიზანი, დამცავი ორდერის არაერთგზის დარღვევის ფაქტი ვერ დავამტკიცე, არ დარჩენილა უწყება, რომელსაც არ მივმართე წერილით, მივმართე, რომ დადის იარაღით, მივიღე აბსურდული პასუხი. გატეხა კარი, შეცვალა საკეტები და ამით არ დასტურდება დამცავი ორდერის ფაქტიო. გადაღება დავიწყე სასოწარკვეთილმა, დაუცველობის განცდით. ჩემს შვილებს გამოკითხვიდან ვწერდი:– მაპატიეთ, დე. შვილებმა არ იცოდნენ ეს ამბავი, ჩემს მიერვე აღმართული კედლების შიგნით, მე ჩუმად ვტიროდი. ერთ–ერთ მედიას დავურეკე და უარი მითხრა კადრების გაშუქებაზე და მითხრა, მე შენ პრესსამსახური ხომ არ გგონივარო…

 

მილიონერი კურტანიძის შვილები სოციალურ დაუცველები არიან – ჩემი წილიდან ვაჩუქე ქონება ბორჯომში – ხათუნა მიქაცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved