• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“13 000 ადამიანი იქნებოდა პიკის დროს მისული, ერთი რიგითი მიტინგი იყო” – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
22:20 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსთან” განაცხადა:

“რამდენჯერაც ციფრს ვიტყვით, გვეუბნებიან, რომ თავებს ნუ ითვლით, არ მოსწონთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მოიკლეს თავი, ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ გამოეყვანათ და რასაც მე მეუბნებიან,13 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო დღეს პიკის დროს მისული. ვიღაც იტყვის 130 000-ს ამაზე მეტს თუ არ იტყვიან „ნაცები,“ მართლა 13 000 ყოფილა. როგორც წესი, ერთ ნოლს ამატებენ ხოლმე. მე დავინახე, რომ ერთი რიგითი მიტინგი იყო. 2013 წლიდან ამას ვამბობ, რომ როდესაც დანაშაულებრივი რეჟიმი ხელისუფლებაში კი არ არის და ქუჩაში ხალხს კი არ ხოცავს, არამედ არის ქუჩაში, ეს ამ ქვეყნისთვის კარგია და ასე დარჩებიან მუდამ, ვერასდროს ეღირსებიან, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სამართალი ურმით დადის, ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად დადის და დღეს სიმბოლური იყო, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ორი მთავარი სიმბოლო, ადამიანის წამებით განთქმული მეგის ქარდავა და ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უშუალოდ გასცემდა ხშირ შემთხვევაში ბრძანებებს, კი არ დაიჭიროთ, დახვრიტეთ ადამიანებიო – ეს ორი ადამიანი დაახლოებით ერთდროულად მოხვდა ციხეში. დარჩა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ასევე აუცილებლად მოხვდებიან ციხეში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო ორ არჩევნებში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთად, თითქმის ერთმა ამდენმა და რატომ გიკვირთ, რომ 13 000 ადამიანი შეიძლება გამოსულიყო მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში?! – 13 000 იყო და ახლა იქნება გაცილებით ნაკლები. რა პერმანენტული აქციებიც არ უნდა დაგეგმონ ხვალ, ზეგ – ეს რიცხვი იქნება გამეათედებული. ხალხის განწყობას ჩვენ დავინახავთ 30 ოქტომბერს, როცა ყველგან, სადაც არის მეორე ტური, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“

ფოტოები აქციიდან
თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved