• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, პარასკევი, 16 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

120 ევროპარლამენტარი აზერბაიჯანზე ზეწოლის გაზრდას ითხოვს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:48 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა ბაქომ შარშან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლოს. შესაბამის წერილში ევროდეპუტატები ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიმართავენ.

მათი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შარლ მიშელმა და ჟოზეფ ბორელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ და აზერბაიჯანს მოსთხოვონ საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა.

ევროდეპუტატების თქმით, აზერბაიჯანში დარჩენილი სამხედრო ტყვეების რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რათა აზერბაიჯანული მხარე თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

„თუმცა, ამ ტყვეებს შორის არის 72 პირი, რომელთაც დაკავებასაც აზერბაიჯანი ადასტურებს, 112 ადამიანი, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე აზერბაიჯანმა უარი თქვა და 61 პირი, რომელთა დატყვევებასაც ბაქო უარყოფს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები სხვა რამეზე მიუთითებს“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში.

აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე უკვე გადასცეს. ამავე დროს ბაქოში ადასტურებენ, რომ ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მათ რამდენიმე პირი დააკავეს.

ბაქოში ამტკიცებენ, რომ ეს რუსეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება ამ პირებზე არ ვრცელდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ადამიანები ტერორიზმსა და საბოტაჟის მცდელობაში არიან მხილებულნი და ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ სანამ 120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ დღეს გაემგზავრა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით. რა საკითხებს შეეხება მათი საუბარი, ამ ეტაპზე, უცნობია.

თეგები: აზერბაიჯანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved