• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 საათში ქართველებმა უნდა უთხრან „არა“ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
20:31 10-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
585

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დარჩენილი 12 საათის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საბოლოო, სამართლიანი არჩევანი უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ხაზარაძე ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის მხარდაჭერა შესაძლოა გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯი “ოცნების” დასუსტებლად და ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად.

12 საათში ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი არჩევანი და უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებში. ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ, არის მშვიდობიანი გზა “ქართული ოცნების” დასამარცხებლად. მივიღეთ გამოწვევა და შევედით ბრძოლის უმძიმეს ველზე, რომ არ დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე მარტო მოღალატე, ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ კიდევ რამდენიმე წელი. ამ ნაბიჯით “ძლიერი საქართველო” ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გადამწყვეტ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძით ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” რეჟიმის ჩამოსაშორებლად. ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისთვის და სოფლისთვის, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის და სოციალური კეთილდღეობისთვის. 

გამარჯვების მისაღწევად ყველა თქვენგანის მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა, გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ივანიშილის რუსულ რეჟიმს “არა”.

ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ასევე ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ხვალინდელი არჩევანით ქართელმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს. რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება. სწორედ ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც “ოცნებამ” უკვე წააგო და წააგებს ხვალაც თუ ბევრი ოოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. თბილისის წაგება კი გახდება ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება. თბილისმა დაინახა ამ კამპანიის დროს, რომ მას აქვს არჩევანი. ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა. ახალი თაობის და ახალი ფორმაციის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომლის არჩევითაც ჩვენ დავასრულებთ თბილისის კორუფციულ მმართველობას, რითაც ოპოზიციური დედაქალაქი დაასრლებს რეჟიმის დასასრულს. ჩვენ ამ გზის გვჯერა, ამ გზით ვიბრძვით. შემოგვიერთდით! ერთად უნდა დავიბრუნოთ თბილისი, ერთად უნდა დავიბრუნოთ საქართველო, არასდროს დანებდეთ, მოდი ხვალ არჩევნებზე, – განაცხადა ხაზარაძემ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved