პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“12 საათიდან მიმდინარეობს პრემიერის მოხსენება საქართველოს პარლამენტში.
ტელევიზორი ჩართული მაქვს, თან საქმეს ვაკეთებ, თან ვუსმენ… მხოლოდ რამდენჯერმე მომიწია გამორთვა.
აკვიატებად არ ჩამომართვათ!
7 საათის განმავლობაში მართლა არავის უხსენებია მუშათა გაფიცვა, რომელიც თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა დროებით ?!
მართლა არავის უხსენებია საწარმო, რომელიც მუშებისთვის ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ შრომის პირობებს, შრომის უსაფრთხოებას და რომელიც მილიარდიან ზიანს აყენებს ზემო იმერეთის სასიცოცხლო გარემოს?!
ისე, სასხვათაშორისოდ მაინც ეთქვათ რამე ჭიათურელ მაღაროელთა გაფიცვის დროს გაცხადებული მოთხოვნებიდან ერთ-ერთის შესახებ მაინც … ის პრობლემები არსად წასულა და 7 საათიანი განხილვის დროს ორწუთიან ყურადღებას მაინც იმსახურებს.
თუ გამომრჩა, ბოდიშს ვიხდი.”
კომენტარები