• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, კვირა, 8 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12 პუნქტიანი გეგმა – “ეს მოხდება 100 დღეში” – რას გააკეთებს ხაბეიშვილი გამარჯვების შემთხვევაში?

ალია ავტორი - ალია
15:31 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
596

ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, საზოგადოებას ის 12 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს და საგანგები ბრიფინგზე განაცხადა:

მინდა, სააზოგადოებას წარვუდგინო 12 პუნქტიანი გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების და ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებთ, ცხადია, გამარჯვებისთანავე და ეს იქნება უკვე 30 რიცხვიდან. ანუ „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“.

პირველი ნაბიჯი – მიხეილ სააკაშილის გათავისუფლების შტაბი შეიქმნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციებს შედეგად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში აქტიურად და გამოიყენებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით ენმ-ს ყველა რესურსს.

მეორე, იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და გენერალური მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ ენმ-ს დამფუძნებელი, პეტრე ცისკარიშვილი.

მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გაძლიერებას. რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანზიაციის კონფერენციები და ეს მოხდება 100 დღეში. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, რომელსაც გვთავაზობს კორუმპირებული კალაძე.

მეოთხე პუნქტი იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც, ფაქტობრივად, ამ დროისათვის არის ქმედუუნარო, ამიტომ ავტონომიურ რეჟიმში მყოფი ახალგაზრდული ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებების და სიახლეების ეპიცენტრი.

მეხუთე პუნქტი უკავშირდება რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვას. 

მეექვსე – ვაპირებთ, ჩვენი საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი თითმმართელობის კონგრესი და ეს ორგანიზაცია გახდეს მუდმივი. ეს კონგრესი იქნება ყველასთვის ღია. 

მეშვიდე – ეხება პოლიტიკურ საბჭოს, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მოქმედი და ღებულობდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. 

მერვე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღებაში. 

მეცხრე  – ემიგრანეტბთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ გამარჯვებისთანავე და პირველ 100 დღეში ჩვენ უზრუნველყოფთ ემიგრანტების, ენმ-ს მხარდამჭერების აღრიცხვას და ამ ადამიანებს, ენმ-ს პოლიტსაბჭოშიც უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი და ასევე, ენმ-ს საპარლამენტო სიის შედგენის დროს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმოდგენილი იყვნენ ენმ-ს საპარლამენტო სიაში.

მეათე – ჩამოყალიბდება ენმ-სთან სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიონალები, რომელ გუნდთან ერთადაც ვიმუშავებთ, რომ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები შევთავაზოთ საზოგადოებას.

მეთერთმეტე – გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება.

და ბოლოს – ენმ-ს ყრილობა, სადაც საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის.” 

ლევან ხაბეიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ში არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს.

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved