• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1100 -მე მეტი ობოლი ბავშვი გაიყვანეს რუსეთში გასაშვილებლად – ლუდმილა დენისოვა

ალია ავტორი - ალია
17:20 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

 უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას თქმით, სწორედ უკრაინელი  ბავშვებზე ინფორმაციების მოძიებით იწყება მისი ბიუროს ყოველი სამუშაო დღე. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზუსტი რიცხვიც უცნობია, რადგან ნანგრევებისგან ქალაქების გასუფთავება არ დასრულებულა, გარდა ამისა, მისი თქმით, უცნობია რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც – აცხადებს დენისოვა.

 

“ვითვლით მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც საბოლოო მონაცემები არ გვაქვს, რადგან დანგრეული შენობების გასუფთავება არ დასრულებულა, ასევე არ ვიცით რა ხდება დროებით ოკუპირებულ ქალაქებში.

მტერი ინტენსიურად აგრძელებს კონვენციის დარღვევას. უკრაინული მხარე გენოციდის საკითხზე მუშაობს. გვაქვს ძალიან ბევრი სექსუალურ ძალადობის ფაქტი, რომლის მსხვერპლიც ქალები, ახალგაზრდა გოგოები და ბავშვები გახდნენ. მსგავსი დანაშაულის მტკიცებულებებს ყოველ დღე ვაწყდებით. რუსებმა უკრაინიდან 790 ათასი ადამიანის დეპორტაცია მოახდინეს. მათ შორის 150 ათასზე მეტი ბავშვია. გვაქვს  დეტალური ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებიც მშობლების გარეშე გაიყვანეს. ამასთან არსებობს შესაძლებლობა რომ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეებზე აშვილებენ. ამის ბრძანება პირადად პუტინმა გასცა.
ამასთან, მტერმა 1100 -მე მეტი ობოლი ბავშვი გაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც გასაშვილებლად გაამზადეს. კონვენციის თანახმად გენოციდია, რაც ფაქტებით მტკიცდება.” ამბობს დენისოვა.

ომბუდსმენი ოკუპანტების მხრიდან, გაუპატიურების შემთხვევებზე საუბრისას ამბობს, რომ დაზარალებულთა შორის არიან ბიჭებიც და რომ ეს ადამიანები მზად არიან ამ ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრონ.

გარდა ამისა, დენისოვას თქმით, ძალადობის ფაქტები რუსების მხრიდან ფიქსირდება ბელარუსის ტერიტორიაზეც:

“დღევანდელი მონაცემებით გაუპატიურების ძალიან ბევრი ფაქტია. ეს შეეხო როგორც ქალებს, ბავშვებს, ახალგაზრდა გოგოებს, ხანდაზმულ ქალებს, ასევე ბიჭებსაც. ამ ადამიანებს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ეს ადამიანები აცხადებენ რომ მსოფლიომ ამის შესახებ უნდა გაიგოს და თანახმა არიან ხმამაღლა ისაუბრონ.

დაზარალებული ადამიანები გვიყვებიან იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც მათზე ახორციელებდნენ. როგორ ჩაჰყავდათ სარდაფებში და ზეწოლას ახდენდნენ. ოკუპანტებისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდათ.  ძალიან ბევრი ფაქტია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც რუსეთში გაიყვანეს და შემდეგ მათ კვალი დაიკარგა.
ჩვენ გოგოებს და ბიჭებს აიძულებდნენ რუსი ჯარისკაცების წინაშე გაშიშვლებულიყვნენ, თითქოს შემოწმების მიზნით. ეს მიუღებელია. მსგავსი ფაქტები ბელარუსშიც დაფიქსირდა, ამიტომ ლუკაშენკოც ისეთივე დამნაშავეა, როგორც პუტინი, რადგან ის დიქტატორს ეხმარება.” ამბობს უკრაინის ომბუდსმენი.

თეგები: უკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved