• რეკლამა
  • კონტაქტი
20:46, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

11 თვის წინ დასმული კითხვა ქიმიურ საწამლავზე – ევროკომისარი მოატყუეს, რომ წყალში არაფერს ურევდნენ – წერილი

ალია ავტორი - ალია
19:02 12-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,411

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ო’ფლაჰერტი საქართველოს მთავარ პროკურორს წერს, რომ 2025 წლის 24 იანვარს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დაარწმუნა, რომ მომიტინგეების დაშლის დროს ჭავლში არაფერი გაურევიათ, თუმცა მისი თქმით, მაღალჩინოსნების ახალი განცხადებები განსხვავებულია.

აღმოჩნდა, რომ პირველი კითხვები წყლის ჭავლის შემცველობაზე ჯერ კიდევ 11 თვის წინ დაისვა და ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ლოგიკური ეჭვი არსებობდა. მაშინ როცა, ევროკომისარს უმტკიცებდნენ, რომ წყალში საერთოდ არაფერს ურევდნენ, სუსის ბრიფინგიდან სხვა რამ გაირკვა. რატომ ჩათვალა “ოცნებამ”, რომ ევროკომისარს და ევროსაბჭოს აღარ ემახსოვრებოდა 11 თვის წინ მოსმენილი ტყუილი – უცნობია.  

საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში ითხოვს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.

2025 წლის იანვარში საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული.

მას შემდეგ არაერთმა თანამდებობის პირმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, აღიარეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, – თუმცა არა ისეთი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის შესაძლო გრძელვადიანი შედეგები მოჰყვებოდა, რაზეც ახლახან მედიაში გავრცელებულ რეპორტაჟში იყო საუბარი“.

წერილი, რომელიც 10 დეკემბრით თარიღდება ო’ფლაჰერტი ასევე წერს, რომ „ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების საკითხის გამოძიების ნაწილი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved