• რეკლამა
  • კონტაქტი
11:16, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

11 ნიშანი, რომ მაცივარს სასწრაფოდ სჭირდება ხელოსანი და რჩევები სწორად მოვლისთვის

ალია ავტორი - ალია
09:07 11-16-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

კარგი მაცივარი კარგად უნდა მუშაობდეს, მინიმუმ ათეული წელი მაინც, მაგრამ რამდენად სწორად ვუვლით? რამდენად სწორ ადგილას დგას? მოვლის წესებზე შემდეგზე გიამბობთ, დღეს კი მოგიყვებით იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება მაცივარს სჭირდეს, გეტყვით, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და რამდენად „მომაკვდინებელია“.

მაშ ასე, ნიშნები, როგორ როგორ გავიგოთ, რომ თქვენი მაცივარი სასწრაფოდ საჭიროებს „ექიმს“, ანუ პროფესიონალ ხელოსანს?

საქმე იმაშია, რომ ეს ნიშნები გაფრთხილებს, რომ მალე, შეიძლება, სულაც შეწყვიტოს გაციება და დიდი თავის ტკივილი გააჩინოს ოჯახში. ამიტომ, სჯობს, ამ პრობლემებზე თვალი არ დავხუჭოთ, დროულად გამოვიძახოთ მაცივრის ხელოსანი. ასე პრობლემის გართულებასაც ავიცილებთ თავიდან.

1. შიდა განათება გამორთულია

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უგულებელყოთ ეს ფაქტი, გემრიელობებს ყნოსვითაც იპოვნით, ხომ? ან სანათით.  უმჯობესია პრობლემა მალე მოაგვაროთ. როგორც წესი, ეს პრობლემა გამოწვეულია დამწვარი ნათურით, გაფუჭებული ჩამრთველით ან დენის წყაროთი. დენის წყარო საშიშად ჟღერს, მაგრამ შესაძლოა, მხოლოდ როზეტი იყოს შესაცვლელი. ყველა ვარიანტში ტესტირება სჭირდება და კარგია თუ პრობლემა მხოლოდ როზეტში იქნება.

2. მაცივარი არ ცივდება

ეს უფრო რთული შემთხვევაა. პირველ რიგში, პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს გაუმართავ სენსორთან ან თერმოსტატთან, რაც ხელს უშლის მაცივარს სწორად რეაგირებაში შიდა ტემპერატურის ცვლილებებზე. როგორ გავიგოთ, არის თუ არა ეს მაცივრის გაუმართაობის მიზეზი? იპოვეთ თერმოსტატთან მიმავალი ორი მავთული, ამოიღეთ ისინი ტერმინალებიდან და შეაერთეთ ისინი. თუ მაცივარი ამის შემდეგ დაიწყებს კარგად მუშაობას, მიზეზი ნაპოვნია. თუმცა, კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება იყოს გაუმართავი კომპრესორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვაც. და საერთოდაც, რაც ახლა მოგიყევით თერმოსტატზე მაგ ხრიკის გამოყენებას მართლა აპირებთ? კი, ეგრეა, მართალია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არ ვიცი, რამდენად ხელმრუდე ხართ, იქნებ არაფერი დააზიანოთ მეტად?

3. მაცივარი მუდმივად მუშაობს და არ „ისვენებს“

და მერე თავის მხრივ ეს იწვევს ენერგიის ჭარბ მოხმარებას და ასევე და კიდევ უფრო ცუდი, ამცირებს მაცივრის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მარტივი ხერხები მაქვს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოსნის გამოძახებამდე:

პირველ რიგში, შეამოწმე საგანგებო გაყინვის რეჟიმი ხომ არაა ჩართული.

შემდეგ ნახე კარი –  იქნება, მაცივრის კარი ოდნავ ღია იყოს, სულ ოდნავ, შეუმჩნევლად, გარე ტემპერატურის გამო ახლა გადამბულად უწევს მუშაობა?

მჭიდროდ დახურეთ კარი და გადატვირთეთ. თუ ამის შემდეგ ჩვეულებრივ მუშაობს, გილოცავთ, თქვენ მისი გმირი ხართ, გადაარჩინეთ.

ასევე არსებობს უფრო რთული მიზეზები, როგორიცაა დაზიანებული ან გაცვეთილი კარის ლუქი, რაც იწვევს კარის არასწორად დახურვას და თბილი ჰაერის შეშვებას, ან პრობლემები ტემპერატურის სენსორთან და თერმოსტატთან.

ან კიდევ უფრო სერიოზული პრობლემებიც, რომლებიც პროფესიონალურ დიაგნოზს მოითხოვს: გაუმართავი მართვის მოდული, მაცივრის გაჟონვა, გაუმართავი კომპრესორი ან აორთქლების კაპილარულ მილში გაჟონვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყინულის გაჭედვა და მაცივრის დაბლოკვა.

4. მაცივარი მუშაობისას ხმაურობს

მაცივრის მუშაობისას ხმის და ჭრიალის რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. უმარტივესი და ადვილად გამოსასწორებელი პრობლემა არასწორი მონტაჟია, რაც იწვევს ვიბრაციას კედლებთან ან ავეჯთან შეხებისას. თუ ასეა, უბრალოდ გადაწიეთ მაცივარი, შეუცვალეთ ადგილი, შეამოწმეთ ხომ დგას მყარად.

თუ პრობლემა კომპრესორის დამაგრებაშია, შეგიძლიათ სცადოთ ჭანჭიკების დამოუკიდებლად დაჭერა, ან თუ არ სცადოთ, უარესად არაფერი გააფუჭოთ.

იგივე ხმები შეიძლება იყოს „დამსახურება“ გაუმართავი ვენტილატორის, გაუმართავი ან გაცვეთილი ძრავის ან არასტაბილური რელეს აირბალიშის მაგნიტურ ველში. კარგი ამბავი ისაა, რომ ნებისმიერს ჩამოთვლითაგან მაცივრის პროფესიონალი ხელოსანი ნამდვილად გააკეთებს.

5. საყინულე მუშაობს და არ ყინავს

მაცივარმა შეწყვიტა გაყინვა, მაგრამ საყინულე აგრძელებს ნორმალურად მუშაობას. პირველ რიგში, კარი რომ უნდა გამოვრიცხოთ, ეგ ხომ წინა პუნქტებში იყო და გემახსოვრებათ. კიდევ არის ერთი მარტივი გზა – ნახეთ, ვენტილატორზე ყინულის სქელი ფენა ხომ არის მიკრული, რომელიც ხელს უშლის მის თავისუფლად ბრუნვას. თუ ვენტილატორს ვერ ნახავთ, არა უჭირს, ყინულის ფენა ნახეთ და სადაც უნდა იყოს გაანადგურეთ, ყინულის ფენებს არაფერი ესაქმება მაცივარში.

თუ ეს არ არის მიზეზი, პრობლემა შეიძლება იყოს ვენტილატორის ძრავში, ფრეონის გაჟონვაში. ბარემ ვისწავლოთ როგორ უნდა ამოვიცნოთ ფრეონის გაჟონვა – ამ შემთხვევაში ყინული არათანაბრად წარმოიქმნება და ჟანგის ნიშნები გამოჩნდება მაცივრის შიდა კორპუსზე ან გაუმართავ კომპრესორში, რაზეც ხშირად მიუთითებს მაცივრის ქვეშ ზეთის ლაქა. ასეთ შემთხვევებში, სასწრაფოდ გამოიძახეთ ტექნიკოსი შესაკეთებლად.

6. მაცივარი ძალიან ყინავს პროდუქტს

თუ ბოსტნეულიც კი გაყინულია, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ტემპერატურის პარამეტრი სწორია. შემდეგ შეამოწმეთ სიფონის მილის შეერთება. ამ შემთხვევაში, საკმარისია მისი მეტად დაჭერა. თუ თერმოსტატი გაუმართავია, შეგიძლიათ სცადოთ მისი მინიმალურ პარამეტრზე დაყენება, მაგრამ თუ ეს არ დაგეხმარებათ, თერმოსტატი უნდა შეიცვალოს.

თერმოსტატის შეცვლა მხოლოდ პროფესიონალს ანდე.

7. მაცივარი ჩართვისთანავე ითიშება

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გაუმართავი კომპრესორით ან გაფუჭებული სტარტერ რელეთი. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემა დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ძვირადღირებული შეკეთება ან თუნდაც ახლით შეცვლა.

8. ყინულის ფენა

მაცივარსა და/ან საყინულეში სქელი ყინული შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე გარე ფაქტორით, რომელთა გამოსწორებაც ადვილად შეიძლება. მაგალითად, მაცივარში ცხელი საკვების რეგულარული განთავსებით, კარის ხშირი გაღებით. ეს ყველაფერი იწვევს შიგნით ტენიანობის მატებას, რომელიც ბუნებრივად იყინება დაბალ ტემპერატურაზე და კედლებსა და თაროებზე ყინულის სახით იდგმება. გადატვირთულმა მაცივარმა ან გაცვეთილმა ლუქვაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა, რადგან ისინი ხელს უშლიან ჰაერის ნორმალურ ცირკულაციას. შესაბამისად, თუ სწორად მოიხმარ მაცივარს და მაინც ჩნდება ყინულის ლოდები, გესაჭიროება ხელოსანი.

9. უსიამოვნო სუნი მაცივარში

პირველ რიგში, ცხადია, ვამოწმებთ, ხომ არ ჩაგვრჩა გაფუჭებული საკვები, რომელიმე შორეულ კუთხეში მაცივრის.

სუნი ასევე შეიძლება გაჩნდეს, თუ მაცივარი დიდი ხნის განმავლობაში გამორთული და დახურული იყო, ან თუ იზოლაცია დასველდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სითხე შეიძლება დაგროვდეს პანელის უკან, რაც ბაქტერიებს საშუალებას აძლევს გამრავლდნენ – ეს კი უსიამოვნო სუნის წყაროა.

სუნის მოცილება, როგორც წესი, მარტივი პროცედურაა: გალღობა, ინტერიერის გაწმენდა და ვენტილაცია.

თუ ვერ უშველა, ამ შემთხვევაშიც უკვე პროფესიონალი ხელოსანი გჭირდებათ.

10. მაცივარი იწვევს ელექტროშოკს

როდესაც მაცივარს შეეხებით, ის იწვევს ელექტროშოკს. ამ პრობლემის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს: ელექტროენერგია გადადის კორპუსზე. გამორთეთ მაცივარი დენის წყაროდან და გაზომეთ იზოლაციის წინააღმდეგობა მეგომეტრით. თუ ჩვენება 10 მეგომზე ნაკლებია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სპეციალისტს. ისე, მეგომეტრს ხომ ინახავთ კარადაში, საპურის სიახლოვეს? – ხო, ამით იმის თქმა მინდა, რომ სულაც შეიძლება არ გქონდეთ ეგ ხელსაწყო და თუ სწორად აჩვენებს და მაინც აგრძელებს ელექტროშოკს? – მოკლედ, ყველა ვარიანტში, გამორთავთ და ელოდებით ხელოსანს.

11. წყალი მაცივრის ქვეშ

ზოგჯერ ეს  ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის გამოა. უმეტესად კი, შესაძლებელია, რომ სადრენაჟე მილი იყოს გაჭედილი, წყლის შემგროვებელი კონტეინერი გადავსებული ან არასწორად განლაგებული იყოს, ან სადრენაჟე მილები დაზიანებული/

როგორც უკვე მიხვდით მაცივრის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, საჭიროა მისი რეგულარული მოვლა. თუ თქვენს მოწყობილობას რეგულარული გალღობა სჭირდება, ნუ დაიზარებთ; ასევე, რეგულარულად გაწმინდეთ თავად მაცივარი და შიდა სადრენაჟე სისტემა, შეამოწმეთ სადრენაჟე მილები, შეამოწმეთ კარის დალუქვა და მჭიდროდ და საიმედოდ დახურეთ მაცივრის კარები. მოერიდეთ მაცივარში ცხელი საკვების, მაგალითად, ახლად მომზადებული წვნიანის ქვაბის მოთავსებას და დაელოდეთ მის გაგრილებას. და, რა თქმა უნდა, არ დატოვოთ მაცივარი დახურული, როდესაც ის გამორთულია დენის წყაროდან. ეს მარტივი საოპერაციო წესებია, მაგრამ აუცილებელი, სწორედ ასეთი საბაზისო წესები ქმნის კომფორტს.

თუ რომელიმე პრობლემას, რაც ჩამოვთვალე, ატყობთ თქვენს მაცივარს, ან კიდევ სხვას, რომლის ჩამოთვლაც აქ ვეღარ მოვასწარი – ნუ დაელოდები როდის გაფუჭდება მოულოდნელად, მაცივრის ხელოსანი მოვა მაშინ, როცა შეუთანხმდებით, დაგეგმილად, რაც თავიდან აგაცილებს გართულებასაც, დამატებით პრობლემასაც და ზედმეტ ხარჯსც.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved