• რეკლამა
  • კონტაქტი
21:07, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

11 მილიონი, 23 ცვლილება და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები – რატომ არ აკონტროლა მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია?

ალია ავტორი - ალია
14:49 01-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან (“მილენიუმ ბილდერს გრუპი” და “ერ ტე დე”) ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის თქმით, კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 17.7 მილიონი ლარია.

ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ.

თბილისის მერიას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ და რომლებთანაც ხელშეკრულებები გაწყვიტა, ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი [11 613 964] აქვს გადახდილი. ხელშეკრულებებში, ჯამში 23 ცვლილებაა შესული.

კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებით ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე,

შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047) დადებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულებები: N01.01.01/30/84, N01.01.01/30/85 და N01.01.01/30/86).

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან, ობიექტზე შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით. გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას”, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. ის სამ ლოტად მიმდინარეობს. მათგან ორ ლოტზე (ღირებულებით 22.2 მილიონი ლარი) სამუშაოებს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” ახორციელებდა, ხოლო კომპანია “ერ ტე დე” ერთ ლოტზე მუშაობდა, რომლის ღირებულებაც 9 მილიონი ლარი იყო.
გამარტივებული შესყიდვაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა კონტრაქტორმა პროექტი 31 იანვრის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

მთავარი არხის ცნობით, ახალი კონტრაქტორი კომპანია შპს “პარმაა”, რომლის დამფუძნებელს, დავით თოფურიას მჭიდრო კავშირი აქვს ბერა ივანიშვილთან.  

სამუშაოებს წერეთელზე ამჟამად უკვე ახალი კომპანია, “პარმა” აგრძელებს. 

უკვე არაერთი თვეა მოქალაქეები წერენ, რომ რეაბილიტაციის პირობებში, მუშაობენ კომპანიები დაზიანებული ტექნიკით, ერთი და იგივე მონაკვეთს აკეთებენ რამდენჯერმე, რადგან, ერთი დეტალის გაკეთებისას, აზიანებენ მეორეს, არ მუშაობენ ინტენსიურად, არღვევენ სამშენებლო ნორმებს და ა.შ. მეტიც, როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჩემი ქალაქი მკლავს” განაცხადა, რომ რეაბილიტაცია ვერ დასრულდებოდა იანვრის ბოლომდე, თბილისის მერიამ ორგანიზაცია ტყუილში დაადანაშაულა, თუმცა, ფაქტია უკვე, რომ არსებული კომპანიები, არსებული გრაფიკით ვერ დაასრულებდნენ სამუშაოებს და ორგანიზაცია არ სტყუოდა. თბილისის მერიამ ყველას დასდო ბრალი, ცხადია, საკუთარი თავის გარდა, რატომ არ აკონტროლა სამუშაოები და რატომ მიიყვანა ხელშეკრულების გაწყვეტა სამუშაოების დასრულების ბოლო ეტაპამდე, ამაზე მერია არ საუბრობს. 

თბილისის მერიის გვერდზე სოციალურ ქსელში მოქალაქეები მერიის განცხადებებს ხშირად ეხმაურებიან ხოლმე, და მათ კომენტარებს “ალია” უცვლელად გთავაზობდათ, თბილისის მერიას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ახალი ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე ამ ეტაპისთვის არ განუთავსებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved