• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” საკუთარ მოედანში – დიდება ასეთ კანონპროექტს ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
12:30 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ლელო” საკუთარ მოედანში!”- ამ სახელწოდებით ავრცელებს წერილს ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” რომელსაც ხელს აწერენ: ნანა კაკაბაძე გელა ნიკოლაიშვილი და ტარიელ ღვინიაშვილი. წერილს უცვლელა წარმოგიდგენთ.

„ლელო ჩვენი ქვეყნის ჩათვლის მოედანში“ – ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ საპარლამენტო ფრაქციის „ლელო საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 20 ივნისის მონაწილეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მათთვის ყოველთვიური კომპენსაციის (ანუ პენსიის) დანიშვნას გულისხმობს.

ამ ინიციატივას თურმე „შარლის ანგელოზების“ სახელით ცნობილი ფრაქციაც შეუერთდა. ფრაქციებში შემავალმა ცნობილმა იურისტებმა ამ ინიციატივით ჯერ მხოლოდ ადგილობრივების გაოცება მოახერხეს, ჯერ ყველაფერი წინ არის მალე ალბათ გაოცება საერთაშორისო მასშტაბებს მოიცავს.

ქართული ნოუჰაუ პატრიოტული მოტივებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოსგან მაღალ შეფასებას და დაფასებას უნდა იმსახურებდეს!!! თუ გულანთებული პატრიოტი ხარ (ან ასეთად მოგაქვს თავი).

მიდი, ამ გრძნობებით ეგზალტირებულმა პოლიციელს თავი გაუჩეხე (რადგენ თვლი, რომ ისინი კანონს კი იცავენ, მაგრამ არასწორ მხარეს დგანან), თვალიც გამოთხარე, მანქანებიც დაწვი, ლანძღე, თათხე, აგინე, დედ-მამის სული უტრიალე პოლიციელებს და მერე სახელმწიფოსგან ამ ქმედებებისთვის დაფასება და ყოველთვიური კომპენსაცია მოითხოვე.

დიდება ასეთ კანონპროექტს ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს! აჩვენეთ 20 ივნისის მრავალსაათიანი კადრები მსოფლიოს, მერე გააცანით თქვენი კანონპროქტი და… გააოცეთ სამყარო!

კანონპროექტის ავტორებმა თან ისიც გვითხრეს, დაზარალებულები კატეგორიებად დაიყოფიანო. ისე, აქციის ყველა მონაწილე რომ “დაზარალებულია” (თუნდაც მორალურად, რადგან პარლამენტში არშეშვებით ხომ მათი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა!), ორმა მომიტინგემ რომ სამწუხაროდ, თვალი დაკარგა (თურმე ორმა პოლიციელმაც), ზოგს რეზინის ტყვია სხეულში მოხვდა, ზოგს ცივი წყალი შეესხურა და ტანსაცმელი დაუზიანდა, ზოგი წაიქცა და მუხლები გადაიყვლიფა ხომ ყველა დაზარალებულია და 2 წლის შემდეგაც ხომ ყველა იმსახურებს მკურნალობას ქირურგიულს, ამბულატორიულს, თერაპიულს ან თუნდაც ფსიქოლოგიურს.

ყველაზე სასწრაფო და გადაუდებელ ფსიქიატრიულ მკურნალობას ამ კანონპროექტის ავტორები იმსახურებენ. თუ ამ კანონპროექტის იდეა ფსიქიკური შეტევებისას არ დაბადებულა, მაშინ იმდენად შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომ ენა არ გვიბრუნდება ასეთ დიდ პატრიოტობაზე თავის დამდებ პატივცემულ დეპუტატებს ქვეყნის შეგნებული მტრობის განზრახვა დავწამოთ.

ვერ დავიჯერებთ, მათ არ ესმოდეთ, თუ რა მესიჯებს გააგზავნიან საზოგადოებაში, თუ მთელი პარლამენტი გაგიჟდება და ამ გიჟური კანონპროექტის იდეა კანონად აქცია.

ბოლოს ერთსაც ვკითხავთ ორივე ფრაქციის ნოვატორ დეპუტატ-იურისტებს 7 ნოემბერს, 21 მაისს ან სხვა ანტისახელისუფლებო აქციებზე მრავალ დაშავებულს და ჩახოცილებს პატრიოტული გრძნობები არ ამოძრავებდათ? ან იქნებ არაპატრიოტები იყვნენ აშშ-ს კონგრესში შეჭრილი „შინაურ ტერორისტებად“ სახელდებული ასობით მომიტინგეები, ან ათობით თვალგამოთხრილი ფრანგი ყვითელჟილეტიანები და სხვადასხვა აქციების დროს დაშავებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასობით პროტესტანტები? ნეტავ რატომ არავის მოსვლია აზრად მათთვის პენსიების დანიშვნა?

ნუთუ ისე უნდა დაგაბრმავოთ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა, რომ რაღაც ჯგუფის თუ მათი თანამგრძნობების გულის მოგების მიზნით ასეთი ექსტრავაგანტური თუ ექსტრაორდინალური და სახელმწიფოს დამაზიანებელი კანონპროექტების ლობირება მოგივიდეთ თავში აზრად?

ამ ყველაფრის შემხედვარეს რატომღაც გვგონია, რომ თქვენი სახელწოდება „ლელო საქართველოსთვის“ იმავე შინაარსს შეიცავს, რასაც რუსების რაგბისტების დიდი ხნის აუსრულებელი ოცნება – „ლელოს დადება (იგივე გოლის გატანა) საქართველოსთვის“ – აღნიშნულია ერთობლივ წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved