• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს, მივლინებაში დამაწიეს ბრძანება – საქპატენტის ხელმძღვანელი

ალია ავტორი - ალია
13:26 06-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

საქპატენტის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

მინდია დავითაძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან  გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ მინისტრს გუშინ წინ – 09 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი.

მოკლედ მინდა გაგაცნოთ ის პროცესები, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმდინარეობდა:

შეხვედრაზე უარის პარალელურად, მოულოდნელად, ჩემი ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, ჩემი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით საქპატენტში ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა საქპატენტში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია.

ინფორმაციის გადაგზავნიდან, ასევე, რეკორდულ დროში – 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც საქპატენტს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით. ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები.

რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ მოვითხოვე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან – ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც ნიშანდობლივია, რომ სწორედ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ მოიცალა შესახვედრად. ილია დარჩიაშვილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის – გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე.

მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა განცხადება არ დავწერე, ვინაიდან საქპატენტი გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა უნდა დასრულდეს!”

მინდია დავითაძე საქპატენტის თავმჯდომარედ 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით დაინიშნა. ამ დროისათვის პრემიერი გახლდათ გიორგი გახარია.   

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმინდია დავითაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved