საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ისევ ესხმის თავს ახალგაზრდებს და ამბობს:
“1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც ხდება შეშვება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციაში მცდელობა იყო ჩაშლის, ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანების ზიზღის ობიექტები გახადონ. ამ გარემოებაში ცდილობს, რომ გვამყოფოს ჩვენ ოპოზიციამ და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს.”
სტუდენტები ამბობენ, რომ პაპუაშვილის განცხადებებს ვერ მიიღებენ სერიოზულად.
“შალვა პაპუაშვილი პარლამენტს თავმჯდომარეობასთან ერთად, არის ლექტორი. და მას შეექმნება უხერხულობა და დისკომფორტი, როდესაც ის შევა აუდიტორიაში და დაჯდება იმ სტუდენტების პირისპირ, რომლებსაც ის ღიად ცილს სწამებს, აბრალებს, რომ არიან დაქირავებულები, ემსახურებიან და ატარებენ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. თუმცა, ჩვენ, ახალგაზრდები, მათ შორის თუნდაც შალვა პაპუაშვილის სტუდენტები, რეალურად ვატარებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამბობს სტუდენტი დავით ჩხობაძე მედიასთან.
კომენტარები