• რეკლამა
  • კონტაქტი
09:39, შაბათი, 31 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში – „თეგეტა აკადემიაში“ USAID-ის მხარდაჭერილი  პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა

ალია ავტორი - ალია
13:25 10-02-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
431
  • სასწავლო პლატფორმა Electude-ის ფარგლებში „თეგეტა აკადემიამ“ 7 სატრენინგო კურსი შეიმუშავა
  • სწავლებისთვის 700-ამდე სასწავლო მოდული ქართულად ითარგმნა

 „თეგეტა აკადემიამ“ ინოვაციური ელექტრონული სასწავლო პლატფორმის, Electude-ის, დანერგვის პირველი წელი წარმატებით დახურა. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ავტოინდუსტრიაში დასაქმებულმა 1000-ამდე მონაწილემ გაიარა.

პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. შეხვედრაზე „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს მიღებული შედეგები გააცნეს. „თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ ელექტრონული სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს და მიზნად ისახავს ავტოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ზრდისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას და ამ გზით სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა 7 სასწავლო კურსი, მსუბუქი ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილისა და ელექტრობის მიმართულებით; ითარგმნა Electude-ის 700-ამდე სასწავლო მოდული და „თეგეტა აკადემია“ საქართველოში Electude-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ბიზნესის განვითარებაში“, სადაც „თეგეტა ჰოლდინგის“, USAID-ისა და უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Electude-ის საქართველოში ჩამოტანისა და დანერგვის პროექტი გასცდა  კომპანიის ფარგლებს, უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ახლა უკვე მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს კი გულისხმობს, ერთი მხრივ, დასაქმებულებისთვის და, მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სასწავლო კურსების შეთავაზებას.

Electude-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმა ამ მიზნის მიღწევას ამარტივებს, რადგან მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფალ დროს დამოუკიდებლად ისწავლონ ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია უკვე დასაქმებული მექანიკოსებისთვის, ვისაც, გადატვირთული გრაფიკის გამო, ტრენინგებზე დასწრების დრო შეზღუდული აქვთ. მეორე მხრივ, Electude-ის სიმულაციური მოდულები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიას ახლა ეუფლებიან. მათ შეუძლიათ ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრინციპების რთული და კომპლექსური საკითხები ვიზუალურად აღქმადი, მარტივი ენით გადმოცემული მოდულებიდან ისწავლონ“.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: „ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ „თეგეტა აკადემია“ Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ეს ნიშნავს უდიდეს ნდობასა და მხარდაჭერას. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროგრამით კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებაა. გვინდოდა პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწორედ ამიტომ აქტიურად ვიმუშავეთ მოდულების ქართულ ენაზე თარგმნაზე. წარმომადგენლის სტატუსის დამსახურებით, პროგრამის ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაში Electude Intrenational-იც აქტიურად იყო ჩართული“.  

მსუბუქი ავტომობილის ელექტროდიაგნოსტიკოსის, ძრავის მექანიკოსის, სავალი ნაწილის მექანიკოსის, ზეთის შეცვლის ოპერატორის მოსამზადებელი კურსი; მსუბუქი ავტომობილის საბურავების ტრენინგი, მისი აგებულებისა და უსაფრთხო მართვის კურსი –  პირველი წლისთვის შემუშავებული ამ 7 სასწავლო პროგრამიდან ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ელექტროდიაგნოსტიკოსის მოსამზადებელი კურსი აღმოჩნდა. საქართველოში Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსის მიღების შემდეგ „თეგეტა აკადემიას“ შესაძლებლობა აქვს, პარტნიორებთან ერთად,  უფრო ინტენსიურად იმუშაოს პლატფორმის პოპულარიზებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

დევიდ ბლოდი, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი: „კერძო სექტორთან თანამშრომლობით USAID საქართველოში ქმნის სამუშაო ძალის პროფესიული განვითარების ისეთ  შესაძლებლობებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი და განხორციელებული პროფესიული პროგრამები ბიზნესს საშუალებას აძლევს, ეფექტურად შეავსოს სამუშაო ძალის დეფიციტი. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენი პარტნიორობა „თეგეტა აკადემიასთან“ მიზნად ისახავს ახალი საგანმანათლებლო სერვისების შექმნას, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადების, ისე ახალი კადრების მომზადების მიზნით. ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ 900-ზე მეტი პროფესიონალი გადავამზადეთ, რომლებიც მზად არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გასაწევად“.

სიმულაციური სასწავლო გლობალური პლატფორმა Electude, რომელიც 3000-ამდე სასწავლო მოდულს აერთიანებს, მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო მიმართულებასაც მოიცავს.

პროგრამის საქართველოში დანერგვის პირველი წლის წარმატებით დახურვის შემდეგ „თეგეტა აკადემიაში“ აქტიურად მიმდინარეობს მოდულების ქართულ ენაზე თარგმნა და აკადემიის სასწავლო პრაქტიკებში დანერგვა. კომპანიაში გრძელვადიან მიზნად კი ქართულ საავტომობილო განათლებაში სასწავლო პლატფორმის მასობრივად დანერგვას მოიაზრებენ.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved