კალიფორნიის ერთ–ერთი ქალაქი ტურისტების მისაზიდად საინტერესო ხერხს მიმართავს. ის ტურისტებს 100$–ს სთავაზობს მათთან ვიზიტისა და დარჩენის სანაცვლოდ.
შესაძლოა ეს თანხა სულაც არ ნიშნავდეს არაფერს, მაგრამ შეძლებთ მის მოხმარებას სხვადასხვა რესტორანსა თუ კაფეში – ნათქვამია განცხადებაში.
სანტა მარიაში ჩასულ ნებისმიერ სტუმარს საჩუქრად ადგილობრივი ხელისუფლებისგან 100$–იანი ვაუჩერი გადაეცემა და ასევე ტურისტები მრავალი ფასდაკლებითა და შეღავათით სარგებლობას შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“ალია” შეგახსენებთ, მართალია საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათია, მაგრამ რეგულარული ფრენები გაიხსნა, მართალია, ზამთრის კურორტები გახსნილია, მაგრამ რეგულარული ფრენები გაიხსნა და მინისტრი ტურისტების ჩამოსვლას აანონსებს, ოღონდ, ჩვენ აქცენტს “ხარისხიან” ტურისტზე ვაკეთებთ და ფსონს გაღატაკებულ ტურისტულ და სარესტორნე ბიზნესზე ვდებთ!
კომენტარები