• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთისკენ $53 მილიონი დოლარის,  3,166 ტონა თამბაქო გაიგზავნა’ – გოგი ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
04:01 11-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სახალხო თვითმმართველობის” დამფუძნებელი, გოგი ლორთქიფანიძე:

საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტის მთავარი ბაზარი ყირგიზეთი გახდა, სტატისტიკის მიხედვით 2024 წლის 10 თვეში საქართველოდან ყირგიზეთის მიმართულებით $53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,166 ტონა თამბაქოს ნაწარმი გაიგზავნა.

ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდის მიხედვითაც მათ თამბაქოს ნაწარმი წელს შეიძინეს 34 ქვეყნიდან, თუმცა მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს და ამ მხრივ იმპორტი 0 დოლარია. ამასთან, ყირგიზეთის თამბაქოს მთლიანი იმპორტი იყო $50.6 მილიონი დოლარი, რაც მხოლოდ საქართველოდან გაგზავნილ $53 მილიონ დოლარზე ნაკლებია.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ვაჭრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მათ შორის, პირველ რიგში, ყირგიზეთთან მკვეთრად გაიზარდა.

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სწორედ ყირგიზეთი იყო, სადაც ექსპორტმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მათ შორის ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, სადაც $964 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიგზავნა, თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, მათ საქართველოდან $50 მილიონზე ნაკლები ღირებულების ავტომობილები მიიღეს, ხოლო ყირგიზეთის მიმართულებით გაგზავნილი თამბაქოს პროდუქცია ყირგიზეთის იმპორტის სტატისტიკაში საერთოდ არ ხვდება.

ყირგიზეთში საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის ექსპორტი მხოლოდ 2023 წელს დაიწყო, ექსპორტის სტატისტიკა ასე ნაწილდება:

2024 წელი 10 თვე – $53.4 მილიონი დოლარი;
2023 წელი 10 თვე – $49.7 მილიონი დოლარი;
2022 წელი 10 თვე – $0 დოლარი.
შესაბამისად, 2024 წლის მდგომარეობით, ყირგიზეთში საქართველოს მთავარი სავაჭრო საქონელი ავტომობილების და თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved