• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ალია ავტორი - ალია
14:29 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ფასიანი სისტემის ამოქმედებიას ადგილობრივ მცხოვრებლებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწიოთ, მათ დარჩენილ დროში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

„მინდა შევეხო ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას. როგორც იცით, საბურთალოს რაიონში პროექტის მომდევნო ეტაპი იწყება. ორშაბათიდან ფუნქციონირება დაიწყო შვიდმა მუნიციპალურმა პავილიონმა, რომელიც განთავსებულია პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რეგისტრაცია გაიარონ და ის სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, რომლითაც პარკირების სისტემით უფასოდ ისარგებლებენ. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, 10 სექტემბრამდე მოემსახურება, ხოლო 10 სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა უკვე ძალაში შევა. იმისთვის, რომ ფასიანი სისტემის ამოქმედების დროს ადგილობრივ მცხოვრებლებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწიოთ, მნიშვნელოვანია, დარჩენილ ვადაში რეგისტრაცია გაიარონ. რა თქმა უნდა, მუნიციპალური პავილიონი 10 სექტემბრის შემდეგაც იფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნული ვადიდან უკვე ფასიანი პერიოდი იწყება და უმჯობესია, თქვენი სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული პირველივე დღიდან გყავდეთ. მოქალაქეებს ასევე, ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. არაფერი ახალი და განსხვავებული არ არის იმისგან, რაც წინა შემთხვევებში გავაკეთეთ (კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე). პარკირების საფასური ამ შემთხვევაშიც, ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია საინფორმაციო ბუკლეტებში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ურიგდება”, – განაცხადა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved