• რეკლამა
  • კონტაქტი
00:30, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებამდე

ალია ავტორი - ალია
18:20 06-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

ენერგეტიკული გაერთიანებები, რომლებიც აერთიანებს რამდენიმე ათას მოქალაქეთა ინიციატივას ევროკავშირის მასშტაბით, ეწევიან მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიცაა ელექტროენერგიის და სითბოს გამომუშავება, მიკროქსელის ექსპლუატაცია და ენერგიის მიწოდება. აღნიშნული საკითხები ოფიციალურად იქნა აღიარებული და რეგულირდება ევროკავშირის „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის” პაკეტის (CEP) ფარგლებში, რომელიც ხაზს უსვამს მოქალაქეების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას ენერგეტიკულ ბაზრებზე. ამგვარი საკითხების საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნა ელექტროენერგიის შიდა ბაზრის (EU) 2019/944 (IMED) და განახლებადი ენერგიის დირექტივის (EU) 2018/2001 (RED II), შესაბამისად. საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, უახლოეს მომავალში გეგმავს ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციის შემოღებასა და მის
სამართლებრივ დარეგულირებას.

ქართულ კანონმდებლობაში ენერგეტიკული გაერთიანების ცნების გაჩენამდე, ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების მსურველები შემდეგ პირობებზე საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ:

1. იურიდიული ფორმა და სტრუქტურა: გადაწყვიტეთ შესაბამისი იურიდიული ფორმა (მაგ., კოოპერატივი, არაკომერციული იურიდიული პირი (ასოციაცია), პარტნიორობა), რომელიც შეესაბამება ენერგეტიკული გაერთიანების მიზნებს და შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას.

2. წევრობის კრიტერიუმები: უნდა განისაზღვროს ვის შეუძლია შეუერთდეს ენერგეტიკულ გაერთიანებას (ფიზიკური პირები, ადგილობრივი ხელისუფლება, მცირე და საშუალო ბიზნესი) და ჩამოყალიბდეს წევრობის მკაფიო, არადისკრიმინაციული კრიტერიუმები.

3. მმართველობის სტრუქტურა: უნდა ჩამოყალიბდეს მმართველობის ჩარჩო, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, წევრების უფლებებსა და პასუხისმგებლობებს. მმართველობის სტრუქტურამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების წევრების გამჭვირვალობას, მონაწილეობას და ეფექტურ კონტროლს.

4. წევრების უფლებები და მოვალეობები: გამოკვეთილი უნდა იყოს წევრების უფლებები, მათ შორის ხმის მიცემის უფლება, მოგების გაზიარება და მონაწილეობა ენერგეტიკული გაერთიანების საქმიანობაში. ამასთან, დეტალურად უნდა იყოს გაწერილი წევრების ვალდებულებები, როგორიცაა ენერგეტიკული გაერთიანების კაპიტალში წვლილის შეტანა, მმართველობის წესების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

5. მიზანი და ამოცანები: მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზანი არის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მიღება და გაზიარება და არა ფინანსური მოგების მიღება. აღნიშნული მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ დოკუმენტებში. ასევე, უნდა განისაზღვროს ის აქტივობები, რომლებშიც ენერგეტიკული გაერთიანება ჩაერთვება, როგორიცაა ენერგიის გამომუშავება, მიწოდება, შენახვა, ენერგოეფექტურობის სერვისები, ელექტრომანქანების დატენვის სერვისები და ა.შ.

6. მონაწილეობისა და კონტროლის მექანიზმები: უნდა ჩამოყალიბდეს წევრობის ღიაობისა და ნებაყოფლობითობის პრინციპები, რაც საშუალებას მისცემს ინდივიდებსა და სუბიექტებს შეუერთდნენ ან დატოვონ ენერგეტიკული გაერთიანება გაუმართლებელი პირობების გარეშე. აუცილებელია განისაზღვროს თუ ვის აქვს ეფექტური კონტროლი ენერგეტიკულ გაერთიანებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ პროექტების ყველაზე მეტად დაზარალებული წევრებს აქვთ გადამწყვეტი გავლენა. განახლებადი ენერგიის გაერთიანებებისთვის ეს ჩვეულებრივ ნიშნავს ენერგეტიკული ობიექტების მახლობლად მდებარე წევრებს.

7. დაფინანსების წყაროები: შემუშავებული უნდა იყოს მკაფიო ფინანსური გეგმები, მათ შორის დაფინანსების წყაროები, საინვესტიციო სტრუქტურები და წამახალისებელი სქემები. ენერგეტიკული გაერთიანების დაფუძნების მომენტისთვის გამოკვლეული უნდა იყოს გრანტების, სუბსიდიების და სესხების შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის.

8. ეკონომიკური სარგებლის განაწილება: ჩამოყალიბებული უნდა იყოს ეკონომიკური სარგებლის განაწილების მექანიზმები, როგორიცაა ენერგიის შემცირებული გადასახადები, მოგება ან რეინვესტიცია სათემო პროექტებში.

9. ენერგეტიკულ ბაზრებზე და ქსელზე წვდომა: უნდა განისაზღვროს ენერგეტიკული გაერთიანების უფლებები და მოვალეობები ენერგეტიკულ ბაზრებზე, მათ შორის ჭარბი ენერგიის გაყიდვის, მოთხოვნაზე რეაგირების პროგრამებში მონაწილეობის ან ენერგიით ვაჭრობაში ჩართვის შესაძლებლობების ჩათვლით. ასევე, მნიშვნელოვანია დეტალურად განისაზღვროს ქსელის მიერთების და ელექტროენერგიის ბაზარზე წვდომის პროცესები და მათი ტექნიკურ და მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობა.

10. კონფლიქტის მოგვარებისა და დავის მექანიზმები: ჩამოყალიბებული უნდა იყოს დავების გადაწყვეტის მექანიზმები წევრებს შორის ან ენერგეტიკულ გაერთიანებასა და გარე მხარეებს შორის, მათ შორის მედიაცია, სამართლებრივი წარმოება და ა.შ. იდენტიფიცირებული უნდა იყოს პროცედურები რეგულარული მონიტორინგისა და შესაბამისობის შემოწმებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების მუდმივი დაცვა. ამ საკითხების ყოვლისმომცველი განხილვა ხელს შეუწყობს ძლიერი, და მდგრადი ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბებას საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ ტრანზიციას და საზოგადოების გაძლიერებას.

წინამდებარე სტატია მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის SHAREs-ის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ, საინფორმაციო პორტალს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ – www.energy4all.ge.

(R)

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved