• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 რჩევა – როგორ ავირჩიოთ წყლის ელექტროგამაცხელებელი ავზი და რით სჯობს სხვა ელექტროგამაცხელებლებს?

ალია ავტორი - ალია
21:17 06-20-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,003

ელექტრო წყლის გამაცხელებლების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი არჩევა ფასის მიხედვით მაინც არ ღირს, რადგან, ამ შემთხვევაში, ხელმომჭირნე „ორმაგს იხდის“.

წყლის ელექტროგამაცხელებლის 2 ტიპი არსებობს, ერთი, რომელიც მყისიერად აცხელებს წყალს (ე.წ. ატმორი) და მეორე, ავზი (ე.წ. ბაკი) – რომელიც აცხელებს გარკვეული ოდენობის წყალს და ინახავს საჭირო ტემპერატურაზე.

გამაცხელებელი, რომელიც მყისიერად აცხელებს წყალს, ერთი შეხედვით მოსახერხებელი ჩანს,  ჩართავ და ონკანში უკვე მოდის ცხელი წყალი, მაგრამ თუ ჭურჭლის გარეცხვა მაშინ გინდათ, როცა ოჯახის წევრი ბანაობს? თუ სადილს აკეთებთ და აბაზანაში შხაპს იღებს მეგობარი? რა ხდება ამ დროს? – დიახ, ცხელი წყალი ჯერ ნელ–თბილი ხდება, მერე კი სულაც ცივდება. გარდა ამისა, თუ თქვენ არ მოგეწოდებათ ერთი და იგივე წნევით წყალი (და გამოტყდით, რომელს მოგეწოდებათ წყალი მუდმივად ერთნაირი წნევით), წნევის ცვლილება აისახება ამ ტიპის გამაცხელებელზე, ამიტომაც ხან ცივდება წყალი და ხანაც ცხელდება.

აი, ყველაზე პატარა ზომის წყალგამაცხელებელი ავზიც კი, საჭირო ტემპერატურაზე გაწვდით წყალს, რამდენი ონკანიც უნდა მოუშვათ, ცხადია, მანამ, სანამ ცხელი წყლის მარაგი არ ამოეწურება. წყლის წნევის ცვლილებაზეც არ რეაგირებს და ამ პრობლემასაც თავად არეგულირებს.

ჩემ მეგობარს ეგონა იაფფასიან გამოსავალს მიაგნო და ორი მყისიერი გამაცხელებლი (ატმორი) შეიძინა, ორთავე იაფფასიანი, აბაზანის ონკანს ცალკე დაუყენა, სამზარეულოს ონკანს ცალკე, კმაყოფილი იყო ფრიად, რადგან 2 ასეთი გამაცხელებლის შეძენა, ფინანსურად ერთ ავზზე (ბაკი) ნაკლები დაუჯდა. არც მონტაჟში გადაუხდია ფული, მეზობელმა დაუმონტაჟა. თუმცა, რამდენიმე დღეში, ცხელი წყლის და ელექტროობის გარეშე დარჩა ერთდროულად. ბედნიერი იყო, რომ ცოცხალი გადარჩა და სახლი გადაარჩინა დაწვას. წყლის გამაცხელებელ ავზს ამონტაჟებდა და ეფერებოდა, ამონტაჟებდა და ებოდიშებოდა. საქმე ისაა, რომ „ატმორი“ აუცილებლად პროფესიონალმა უნდა დაამონტაჟოს და აუცილებლად კარგი ხარისხის უნდა შევიძინოთ. კარგი ხარისხის „ატმორის“ და „ბაკის“ ფასებს შორის კი დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის.

ეკონომიურობის თვალსაზრისით, „ატმორი“ შედარებით კი ეკონომიურია, თუმცა, თუ არჩევნას გააკეთებთ იაფფასიან, ხელნაკეთ, უსახელო მოწყობილობაზე, ცხადია, ვერც გარანტიით ისარგებლებთ, მათ შორის, ვერც უსაფრთხოების გარანტიით და ალბათობა იმისა, რომ მალევე იქნება გამოსაცვლელი, დიდია.

მაშ, ასე:

  1. თუ თქვენ იყენებთ რამდენიმე ონკანს და ყველა ონკანში გჭირდებათ ცხელი წყალი, არ იყოთ წყლის წნევაზე დამოკიდებული და წყალმა იდინოს უსაფრთხოდ, ირჩევთ წყლის ელეტროგამაცხელებლ ავზს.

  2. მონტაჟი – „ბაკის“ დამონტაჟება გაცილებით მარტივია, ვიდრე „ატმორის“.  კი, ასე მარტივად, მიუერთეთ მილები, ჩამოკიდე და ეგაა. „ატმორის“ მონტაჟი კი, მხოლოდ პროფესიონალს უნდა ანდოთ.

  3. „ბაკი“ გაცილებით უფრო გამძლეა, ვიდრე „ატმორი“, სწორედ ამიტომაც, ავზის გარანტიის ვადაც მეტია.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ „ბაკის“ არჩევამდე?

  1. ზომა, წონა, დიზაინი – დიზაინის შერჩევა, ვფიქრობ, არ უნდა გაგიჭირდეთ. მაგალითად, არისტონის პრემიუმ მოდელების დამონტაჟება შესაძლებელია როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად.  რაც შეეხება ზომებს, წყლის გამაცხელებელი ჭერიდან სასურველია დაცილებული იყო 15 სმ მანძილით, იატაკიდან მინიმუმ 50 სმ მანძილით, 80 ლიტრი ან მეტი მოცულობის ავზის დამონტაჟება კი სასურველია მზიდ კედელზე.
  2. მოცულობა – ავზის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია მოცულობა, მით მეტ ადამიანს შეუძლია ერთდროულად მისი გამოყენება. მეორე უკიდურესობაა, 2 ადამიანისთვის დიდი მოცულობის ავზის შეძენა, რადგან ავზში წყალი მუდმივად უნდა განახლდეს და გარდა ამისა, რა საჭიროა ელექტროენერგიის არასაჭირო ხარჯი? გაითვალეთ ოჯახის თითოეული წევრისთვის 30–50 ლიტრი წყალი.
  3. სიმძლავრე – რაც მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად ცხელდება წყალი მთელ ავზში.
  4. დარწმუნდით, რომ ავზის შიდა ნაწილი დაფარულია ემალირებული ფოლადით.
  5. გათბობის 2 ელემენტი – ზოგი წყალგამაცხელებელი აღჭურვილია გათბობის 2 ელემენტით, ეს დამატებითი ბონუსია და ორმაგად ზრდის წყლის გაცხელების სიჩქარეს, თანაც, ტემპერატურის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი გამათბობელი მუშაობს ისევ, შესაბამისად, ელექტროენერგიის ხარჯვა, ან დატვირთვა, პრაქტიკულად იგივე რჩება. თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს დამატებითი კომფორტია და შესაბამისად, ეს ფუნქცია შედარებით ძვირადღირებულ მოდელებში გვხვდება.
  6. გაარკვიეთ, ავზი ხომ ნამდვილად ტიტანის მინანქრითაა დამზადებული, ეს მისი გამოყენების ვადასა და ხარისხს ზრდის.
  7. უსაფრთხოება – თანამედროვე ავზების ნაწილს აქვს თავისივე უსაფრთხოების სისტემა ელექტროენერგიის ან წყლის გათიშვის შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული გამათბობლის გამოყენება, რომელიც არ არის აღჭურვილი RCD-ის უსაფრთხოების სისტემით. დამატებითი კომფორტია, ჭკვიანი ეკრანი.
  8. სანამ ელექტრო წყალგამაცხელებელს შეიძენთ, იკითხეთ, აქვს თუ არა Eco Evo ფუნქცია: ენერგიის დაზოგვა 14% –მდე – ეს თანამედროვე ტექნოლოგიის კიდევ ერთი ბონუსია.
  9. გირჩევთ, შეიძინოთ მოდელი, რომელსაც აქვს ფუნქცია, უხმაუროდ გააცხელოს წყალი. თქვენ, ჩვენ, ნამდვილად ვიმსახურებთ მცირედ კომფორტს.
  10. ყველა ნორმალურ მოდელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაგნიუმის ანოდი, წყლის კოროზიის წინააღმდეგ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანოდის გამოცვლა და ავზის გამორეცხვა წელიწადში ერთხელ აუცილებელია. ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია ელექტროჩაიდანში წყლის ნადები, დაახლოებით მსგავსი ეფექტით გროვდება ავზშიც ნადები, რომელიც აზიანებს დროთა განმავლობაში ელემენტს და შესაბამისად, მეტ ენერგიას ხარჯავს.

და ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეთ! წყლის გამაცხელებელი უნდა დამონტაჟდეს მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად.

თეგები: არისტონიცელსიუსიწყლის ელეტქროგამაცხელებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved