• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„10 ნოემბერს სააკაშვილს ჯერ კიდევ შეეძლო სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს.. ელოდებოდნენ, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა“ – ბექა ბასილაია

ალია ავტორი - ალია
12:06 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სასამართლო პროცესი დღეს არ ჩაინიშნა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

„ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა შედგეს, უნდა მიეცეს პროცესზე დასწრების საშუალება, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ, ტექნიკურ მიზეზს იტყვის. შაბათს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, პროცესზე არ მოიყვანდნენ. სასამართლო პროცესი დღეს არ ჩაინიშნა იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც ბადრი კოჭლამაზაშვილი პირადად იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეტანა პენიტენციურ სამსახურს, რომ სააკაშვილის გადმოყვანა მის ჯანმრთელობას შეუქმნიდა საფრთხეს, იქამდე არაფრის დიდებით არ ჩაინიშნა პროცესი. გვახსოვს, 10 ნოემბერს სააკაშვილს ჯერ კიდევ შეეძლო სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს. ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ

ყველას კარგად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved